![]() |
|
||||||||
|
|||||||||
![]() ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 1 მაისს. სკრინინგის პროგრამის სახელმწიფო დონეზე განხორციელების იდეა ეკუთვნის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს, რომლის თამჯდომარეა საქართველოს... ვრცლად
![]() ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად
|
ხშირად დასმული კითხვები
მარჯვენა მკერდის მიდამოში ვგრძნობ ტკივილს,შეინიშნება სიმაგრე მხოლოდ მაშინ, როდესაც მარცხენა გვერდზე ვწვები, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სიმაგრე არ ისინჯება. მაწუხებს ჩიყვი და ჰორმონალური ბალანსიც დარღვეულია.მქონდა პოლიმენორეა.შესაძლებელი არის თუარა, რომ ეს იყოს მსტოპთია? ვცხოვრობ ქუთაისში, სად შეიძლება მივიდე და ვის მივმართო?
მიმართეთ მამოლოგს, გინეკოლოგს და ენდოკრინოლოგს. სკრინინგის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ეს ბმული. ვარ 39 წლის. სად შეიძლება მივიდე კონსულტაციაზე და ჩავიტარო გამოკვლევები. ვარ ოზურგეთიდან და ტერიტორიულად ჩემთვის ხელმისაწვდომია ბათუმი.
გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ეს ბმული. სად შეიძლება ჩავიტარო c ჰეპატიტის უპასო გამოკვლევა?
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში შეგიძლიათ გაიკეთოთ c ჰეპატიტის სწრაფი ტესტი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 214 00 91 ან 214 00 92. ვარ 39 წლის, მარჯვენა ძუძუს ქვეშ მაქვს ტკივილი,ზოგჯერ მცირე ტკივილი გადადის იღლიაში და იშვიათად მეორე ძუძუზეც, ვცხოვრობ იმერეთში. გთხოვთ მიპასუხოთ, ვის მივმართო და რა გამოკვლევები გავიკეთო?
მიმართეთ მამოლოგს. რა შემთხვევაში შეიძლება თქვენთან უფასო ოპერაციის გაკეთება? მაქვს ფიბრო ადენომა,ძალიან მაწუხებს და მინდა ამოვიღო,არ მაქვს საშუალება.ვარ 30 წლის და ვის მივმართო?
დარეკეთ 214 00 91 ან 214 00 92. ვარ 26 წლის. მკერდზე აგმოვაჩინე პატარა ზომის სიმაგრე. რა შეიძლება იყოს? არის თუ არა ახალციხეში შესაბამისი კვლევის ცენტრი?
მიმართეთ მამოლოგს. ახალციხეში დარეკეთ სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებაში - (8 365) 22 13 87. ვარ 27 წლის გინეკოლოგმა მთხოვა გაკეთება პაპილომა ვირუსზე ანალიზის,თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნომერზე დაგიკავშირდეთ რომ ჩავეწერო თქვენს პროგრამაში.
დარეკეთ ნომერზე 2140091 ან 2140092. როგორ შეიძლება C ჰეპატიტზე უფასო ანალიზის გაკეთება?
დარეკეთ ნომერზე 214 00 91/92. ვარ 26 წლის. სამი წლის წინ დამიდგინდა ცინ1. არ მიმკურნალია. მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება გამოიწვიოს?
ზოგადად, ასეთი დიაგნოზი ნიშნავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისთვის. უმჯობესია, მიმართოთ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა. ვარ 43 წლის,მაინტერესებს თუ შეიძლება უფასოდ ჩავიტარო C ჰეპატიტზე გამოკვლევა და ვის მივმართო?
დარეკეთ ნომერზე 214 00 91/92 ან 93. სგამარჯობათ, ვარ 23 წლის. უკვე 4 წელია, რაც ონკოლოგების ხშირი სტუმარი ვარ. 2008 წელს მსხვილი ნაწლავის კიბო აღმომაჩნდა... ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, მაგრამ 2009 წლის ნოემბერში ელენთაც ამომკვეთეს. ამ ეტაპზე მეტასტაზები მაქვს ფილტვებზე და ქიმიოთერაპია დამინიშნეს. მაინტერესებს ხდება თუ არა ქიმიოთერაპიის დაფინანსება? და ვის მივმართოთ?
კიბოს სკრინინგის პროგრამა ქიმიოთერაპიის დაფინანსებას არ ითვალისწინებს. სხვა პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ ჯან.დაცვის სამინისტროსგან შეგიძლიათ. ვარ 48 წლის. ხშირად მტკივა მარცხენა მკერდი. დავრეკე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში და გაღიზიანებულებმა მიპასუხეს მხოლოდ პაპ ტესტი და ექიმის კონსულტაციაა უფასოვო. ამიხსენით გვეკუთვნის თუ არა უფასო გამოკვლევები რეგიონებში მცხოვრებლებს?
ქუთაისში დაზიანებულია მაოგრაფიის აპარატი, ამიტომ მის შეკეთებამდე, ძუძუს გამოკვლევები უფასოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს საიტზე ჩამოთვლილ სამედიცინო დაწესებულებებში. მყავს 1 წლის და 8 თვის შვილი, მინდა მეორე შვილი გავაჩინო მაგრამ ვერ ვრჩები და მაინტერესებს თქვენტან ხდება უფასო გამოკვლევა ყველანაირ ვირუსზე, რაც შეილება ხელს უსშლიდეს ორსულობას?
სკრინინგის პროგრამით, შესაძლოა ჩაიტაროთ უფასო გამოკვლევა პაპილომა ვირუსზე. გამარჯობა,7 წელია ვცხოვრობ თბილისში, მაგრამ არ ვარ აქ ჩაწერილი. მაინტერესებს შევძლებ თუ არა თქვენს ცენტრში გამოკვლევას
გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს ცენტრშიც, თუ ჯდებით პროგრამით გათვალისწინებულ ასაკობრივ ჯგუფში. ასაკობრივ ჯგუფებზე ინფორმაციის მისაღებად იხილეთ http://gnsc.ge/index.php?act=page&id=33&children=yes&lang=ge გამარჯობა! პირველ რიგში, მაინტერესებს თუ შეიძლება დავრეკო და ისე ჩავეწერო. მინდა ჩავიტარო ძუძუს, ვაგინალური და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა და მაინტერესებს ფასები...
დარეკეთ ნომერზე 214 00 91 ან 214 00 92. გამარჯობა, ვარ 30 წლის. მიომას ოპერაციის შემდგომ მესაჭიროება ექოსკოპიური გამოკვლევა და შესაბამისად გინეკოლოგის კონსულტაცია. არ გამაჩნია საჭირო თანხა .მაინტერესებს, დაშვებულია თუ არა მზგავს სიტუაციაში თქვენს ცენტრში ვიზიტი?
უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ http://gnsc.ge/index.php?act=page&id=33&children=yes&lang=ge მაინტერესებს რა ღირს მკერდის კისტის ოპერაცია და რამდენად საშიშია ოპერაციის შემდგომი პერიოდი?
დარეკეთ ნომერზე 214 00 91 ან 214 00 92. შაბათს მუშაობს ტატიშვილის კლინიკა ვაკეში?
დარეკეთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში - 832 225 39 38, 832 218 61 86 3 თვის წინ გავიკეტე მკერდის პაპილომის ოპერაცია ეხლა მაქვს ტკივილი საშიშია თუ არა?მეორეს აღმოჩენილი პაპილომა საშიშია?წინასწარ დიდ მადლობას გიხდიტ
მიმართეთ მამოლოგს. 23 წლის ვარ. სამი თვის წინ გავიკეთე სარძევე ჯირკვლის პაპილომის ოპერაცია. ერთი თვეა მკერდის ტკივილი დამეწყო. ხომ ვერ მეტყვით საშიშია თუ არა?
მიმართეთ მამოლოგს. ჩავიტარე პაპ ტესტი ციკლის მე-14 დღეს, გორში. პასუხი არ მოვიდა სრული. ციტოპათოლოგიური დიაგნოზის გრაფა ცარიელია. რეკომენდებულია განმეორებითი გამოკვლევა. მაინტერესებს რაიმე ხომ არ იქნებოდა საეჭვო? ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევბი? მასალა არადამაკმაყოფილებელი რატომ შეიძლება ყოფილიყო?
სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, Pap ტესტის საშუალებით გამოკვლეულთა 93,5%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. განმეორებითი გამოკვლევა (ანალიზის გადამოწმება) ექიმმა ქალს მაშინ შეიძლება ურჩიოს, როდესაც ნაცხი არადამაკმაყოფილებელ ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთია დაფარული, ნაცხი არასათანადოდაა აღებული და ა.შ. მაინტრესებს 21 წელს უფასო გამოკვლევა არ ვრცელდება?
უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ http://gnsc.ge/index.php?act=page&id=33&children=yes&lang=ge გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მითხრათ, მენსტრუაციის პერიოდი დამიდგა, მაგრამ არ მომდის, ამასთანავე მტკივა მუცლის ღრუ და მაქვს უცნაური მუქი ფერის გამონადენი.
მიმართეთ გინეკოლოგს. ორი წლის უკან დამისვეს დიაგნოზი:ორმხრივი დიფუზური ფიბროადენომატოზი,სადინრების დილატაციით. ვმკურნალობდი მასტოდინონით და პროჟესტოჟელით 3 თვე. გთხოვთ მიპასუხოთ ისევ ჩავიტარო გამოკვლევა თუ არა?დროდადრო მარცხენა მკერდი მაწუხებს. ვარ 41 წლის
მიმართეთ ექიმს, რომელმაც ეს მკურნალობა დაგინიშნათ, რათა მოხდეს მკურნალობის შედეგის შეფასება. თუ შეიძლება მითხრათ ცენტრის ქუთაისის მისამართი და ტელეფონის ნომრები
იხილეთ http://gnsc.ge/index.php?act=page&id=76&parent=33&children=yes&lang=ge თქვენს კლინიკაში არსებობს თუ არა დერმატოლოგის კონსულტაცია?
სკრინინგ ცენტრს დერმატოლოგის კონსულტაციის სერვისი არ აქვს. მოგესალმებით. ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი. მესაჭიროება სხივური თერაპია, რასაც ვერ ვიკეთებ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო. ამასთან, ვირიცხები სოციალურად დაუცველთა სიაში. გთხოვთ მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა სკრინინგ ცენტრში ჩავიტარო აღნიშნული თერაპია უფასოდ?
სკრინინგ ცენტრში სხივური თერაპია არ ტარდება. მჭირდება საშვილოსნოს ყელის კონიზაცია,ვარ თბილისელი ,მეკუთვნის თუ არა თქვენს კლინიკაში უფასო ოპერაცია?
დიაგნოზის მიხედვით, ჩვენი ექიმი წყვეტს გეკუთვნით თუ არა სკრინინგ ცენტრში უფასო ოპერაციის გაკეთება. ამიტომ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: 214-00-91; 214-00-92 ან მობრძანდით წერეთლის 69–ში. ვცხოვრობ ხაშურში, ვრცელდება თუ არა უფასო გამოკვლევა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებზე და სად შეიძლება ჩაწერა?
თქვენთვის მომსახურების უახლოესი ცენტრები განთავსებულია გორსა და კასპში, ამიტომ პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ გორში, შპს „ჯანმრთელობა ყველასათვის“ ნომერზე - (8 370) 27 58 81 ან კასპში, იამზე ქამხაძის კლინიკაში - 8 790 17 43 44 ან 790 17 43 44 როგორ კეთდება PAP-ტესტი და კოლპოსკოპია და რა დაჯდება?ვარ 22 წლის.
ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე : 214-00-91; 214-00-92 PAP ტესტის გასაკეთებლად წინა დღეს რა პროცედურებია აუცილებელია და როგორ?
PAP – ტესტის გაკეთება რეკომენდირებულია მენსტრუაციის დამთავრებიდან 6-7 დღეს. პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ: 214-00-91; 214-00-92. აღმომაჩნდა მასტოპათია, 3 წლის წინ. მამოლოგმა დამინიშნა მასტოდინონი და ვსვამდი 3 თვის განმავლობაში. მანამდეც და ახლაც, მაქვს ორივე მკერდიდან გამონადენი ზოგჯერ გამჭირვალე, ზოგჯერ მუქი. ახლა, ციკლის მოსვლის წინა პერიოდში მიმაგრდება მკერდი და ტკივილებიც მაქვს. თითქოს, ბურთულას მაგვარი რაღაც უნდა იყოს ორივე მკერდში. შესაძლებელია, რომ ისევ მასტოდინონი დავლიო ექიმთან ვიზიტის გარეშე? გმადლობთ წინასწარ.
პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე მიზანშეწონილი არ არის. აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს და ჩაიტარეთ მკერდის გამოკვლევა. ვარ 10.06.1962 წელს დაბადებული, მინდა მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის ჩატარება, მაინტერესებს დაფინანსება შემეხება თუ არა?
მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე უფასოა. მაქვს სპირალი ჩადგმული შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს გამოკვლევა?
შაგიძლიათ ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა. ჩასაწერად დარეკეთ ცხდლი ხაზის ნომრებზე: 214-00-91; 214-00-92 ქალს მენსტრუაციის დროს რამდენი უნდა ქონდეს ტემპერატურა?
ქალბატონის ტემპერატურა მენსტრუაციის დროს უნდა იყოს 36.6. მაინტერესებს თქვენი ფილიალები სად არის თბილისში და საკონტაქტო ნომრები, ასევე იქნებ მითხრათ დაახლოებით რა თანხასთან არის დაკავშირებული მკერდის სრული გამოკვლევის ჩატარება,პროფილაკტიკის მიზნით?
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ: ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალში - 832 214 00 91, 832 214 00 92, ან ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში - 832 248 17 10, 832 248 17 27 ასევე, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში - 832 225 39 38, 832 218 61 86 თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში - 832 236 44 85 ოთარ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში - 832 251 87 15 თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - 832 272 25 51 ვარ 39 წლის. მარცხენა მკერდზე მაქვს წვის შეგრძნება. არც ჯირკვალი მაქვს და არც სიმაგრე. ხელის შეხებით არ მტკივა, უბრალოდ მეწვის. რას მირჩევთ?
აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს ექიმმა მითხრა, რომ მაქვს საშვილოსნოს გადახრა, რას ნიშნავს ეს და რამდენად საშიშია? მენსტრუაციის მოსვლამდე მარცხენა მკერდის ტკივილები მაქვს, რომელიც მოსვლის მერე მიყუჩდება, საშიშია თუ არა და როგორ მოვიქცე?
მიმართეთ გინეკოლოგს და მამოლოგს მყავს 66 წლის ბებო. აქვს გართულებული კლიმაქსი და უკვე 1 კვირაა დაეწყო სისხლიანი გამონადენი. სვამს ფემოსტონს 1/10. რას ურჩევთ? გამოფხეკვაა საჭირო თუ ოპერაცია?
აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, ის გადაწყვეტს თუ რა მანიპულაციაა საჭირო. მყავს დედა, რომელიც არის დაბადებული 29.11.1939-ში. ეკუთვნის თუ არა თქვენი პროგრამული კვლევები და თუ არ ეკუთვნის, როგორც სოციალურად დაუცველს, შეიძლება თუ არა დაუშვათ გამონაკლისი?
სკრინინგის პროგრამით, ამ ასაკში გამოკვლევები არ ფინანსდება. გამარჯობათ, სართოდ ძალიან მეშინია ძუძუს კობოსი და მგონია, რომ რამე მჭირს. მარჯვენა ძუძუ შედარებით მაქვს პატარა, რადგან ბავშვი მარცხენას უფრო წოვდა. მარჯვენა ძუძუს თავთან, ხელის მსუბუქი დაჭერის დროს, მტკივა. არის თუ არა ეს საშიში?
შიშის მოხსნის საუკეთესო გზაა, მიმართოთ მამოლოგს. გვერწმუნეთ, ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო თავდაცვაა. რუსთავის ამ 8341 29 20 71 ვერ ვახერხებ დაკავშირებას და იქნებ მისამართი და სხვა ნომერი მომწეროთ.
მისამართი: გაგარინის 12, ყოფილი მეტალურგიული საავადმყოფო. ვარ 13 წლის, მკერდი მეტკინა და აღმოჩნდა მასტიტი, ანთება. ანტიბიოტიკების მკურნალობის შემდეგ ანთება ჩაქრა, მაგრამ ცოტაოდენი სიმაგრე მაქვს. ქუთაისში მითხრეს უნდა გავჭრათ და კისტა ამოვიღოთო, თბილიში კი არ უნდა, გაიწოვებაო. ამიხსენით, ეს კისტაა თუ ანთების შედეგად წარმოქმნილი სიმაგრე და ამ შემთხვევაში ვარ თუ არა რისკის ქვეშ, რომ გადაიზარდოს რამეში და უნდა თუ არა კონტროლი ასეთ შემთხვევას? გემუდარებით გამეცით ამომწურავი პასუხიი.
ჩვენ გაგვიჭირდება, ზეპირად გაგცეთ ამომწურავი პასუხი. ზოგადად, კისტის გადაგვარების ალბათობა არსებობს და ამიტომ კონტროლი აუცილებელია. ოთხი წელია მაქვს მარჯვენა ძუძუში რაღაცა თხილისებრი გამაგრება. არ მიმიმართავს ექიმისათვის. ხანდახან სუნთქვისას მაქვს ტკივლი.მეშინია ექიმთან მისვლის. ამბობენ, რომ ბავშვის შეძენისას შეიძლება გაქრეს მართალია?
შიშით, შეიძლება უფრო გაიუარესოთ ჯანმრთელობა. მიმართეთ მამოლოგს და შიშსაც მალე დაძლევთ და პრობლემასაც. დედაჩემი 62 წლის ქალბატონია.სავარაუდოდ საშვილოსნოს დაწევა აქვს(გარეთ არის გამოსული ). შეუძლია თუ არა ჩაიტაროს გამოკვლევა სკრინინგ ცენტრში?
სკრინინგის უფასო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 25-60 წლამდე ქალბატონებს. დაახლოებით ერთი თვის წინ მარცხენა მკერდში მომხვდა ძლიერად გამოღებული კარი. მას შემდეგ მაქვს ყრუ ტკივილი. ვის მივმართო?
მიმართეთ მამოლოგს. ვარ 27 წლის, აბორტის შემდეგ მენსტრუაციამდე დამეწყო ყავისფერი გამონადენი. მენსტრუაციის დროს კი შედედებული სისხლი მომდის.(ეს პირველი ორსულობა და პირველი აბორტი იყო).რისი ბრალია ეს ყველაფერი? რუსთავში თუ არის უფასო გამოკვლევები?
სკრინინგის პროგრამაში ჩართვა შეგიძლიათ ქალაქ რუსთავშიც. პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: (8 341) 29-20-71. ჩაიტარეთ PAP ტესტი და დამატებით კითხვებზე პასუხი მიიღეთ გინეკოლოგისგან. გორში ჩავიტარე პაპ ტესტი, 10 დღეზე მეტი გავიდა ჩემი პასუხი არ მოსულა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
დაუკავშირდით გორის რეგიონალურ ცენტრს. დარეკეთ ნომერზე: (8 370) 27-58-81 გორში ჩავიტარე უფასო პაპ ტესტი.როდის იქნება პასუხი?
პასუხები გაიცემა 10 სამუშაო დღის შემდეგ. ჩემს ახლობელს აქვს ჯირკვალი მკერდში დიდი ზომის. ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს და რა დაჯდება კონსულტაცია? თბილისში რეგისტრირებული არაა. 55 წლის ქალბატონია.
სკრინინგის პროგრამა ვრცელდება მთელს საქართველოზე. რეგისტრაციის მიუხედავად, ქალბატონს შეუძლია გამოკვლევები ჩაიტაროს თბილისშიც და რეგიონშიც. ამისთვის დარეკეთ ნომერზე 220 35 35 და აირჩიეთ თქვენთვის ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება. არის თუ არა 14 წლის გოგოს მკერდში არსებული კისტა საშიში, რომ გადაიზარდოს რამე ცუდ ფორმაში? გთხოვთ ამიხსენით რა არის ეს კისტა და რამდენად საშიშია?
ყველა ადამიანის შემთხვევა ინდივიდუალურია, შესაბამისად ჩვენგან არასწორი იქნება კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხი გაგცეთ. ზოგადად კისტის გადაგვარების ალბათობა არსებობს და კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ მამოლოგს. მინდა ჩავიტარო მკერდის უფასო გამოკვლევა ზუგდიდში, მაგრამ არ ვიცი რომელ კლინიკაში მივიდე. თქვენ ხომ ვერ მეტყვით სად ტარდება უფასო სკრინინგი?
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომსახურების ცენტრები განთავსებულია ზუგდიდსა და სენაკში, ამიტომ პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ ზუგდიდში, ონკოცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის ფილიალში - (8 415) 22 99 52, სენაკის დიაგნოსტიკურ ცენტრ ესკულაპში - (8 413) 22 18 50, (8 413) 27 44 48 ან სენაკის სამედიცინო ცენტრ სენა–მედში - (8 413) 22 20 02 PAP-ტესტის პასუხის მიღების შემდეგ მომცეს რეკომენდაცია გინეკოლოგის კონსულტაციის,ექოსკოპიის ენდომეტრიუმის მდგომარეობის შესაფასებლად და კოლპოსკოპიური კვლევისათვის. შემიძლია თუ არა ვისარგებლო ამ გამოკვლევებზე უფასო მომსახურებით?
პროგრამა ითვალისწინებს უფასო კოლპოსკოპიურ კვლევას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიური კვლევა პროგრამით არ ფინანსდება. თუ კვლევა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ჩაიტარეთ,დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 214 00 91 ან 214 00 92. მაინტერესებს თქვენთან თუ ტარდება პროსტატის ოპერაცია და რაჯდება.
ჩვენთან პროსტატის ოპერაცია არ კეთდება. მყავს 14 წლის გოგონა, რომელსაც ორჯერ დაემათტა მასტიტი. ჰქონდა ტემპერატურაც, ანტიბიოტიკებით ანთება ჩაქრა, მაგრამ სიმაგრე დარჩა.საშიშია რომ რამეში გადაიზარდოს, თუ ეს მხოლოდ ანთებაა და მეტი არაფერი ან რატომ გაუმეორა ორჯერ? მე ექიმთან მყავდა მაგრამ ხომ იცით ექიმების ამბავი წესიერად არ აგიხსნიან.
ჩვენთვის ძნელია რაიმე კონკრეტულის თქმა. მიმართეთ მამოლოგს. ის ვალდებულია ყველა თქვენს კითხვას დეტალური პასუხი გასცეს. მაქვს მკერდის პრობლემები, მაგრამ ვარ 21 წლის.საკუთარი ხარჯებით ვერ ვახერხებ ექოსკოპიის გაკეთებას. შესაძლებელია ვისარგებლო სკრინიგ ცენტრის რაიმე პროგრამით.
სკრინინგის პროგრამით უფასო გამოკვლევები თქვენს ასაკში არ გეკუთვნით. ვარ 23 წლის.ანალური ხვრელთან გამიჩნდა რაღაც წანაზარდები.ტკივილი არ მაქვს, უბრალოდ ქავილი, რა შეიძლება იყოს? სახლის პირობებში რისი გაკეთება შეიძლება?
მიმართეთ პროქტოლოგს. გამოკვლევის შედეგად დამიდგინდა საშვილოსნოს ყელის კიბო 2 სტადია. მესაჭიროება შერწყმული სხივური თერაპია და მონოქიმია. მაინტერესებს ფინანსდება თუ არა სკრინინგ ცენტრის მიერ ამგვარი დაავადების მკურნალუბა
სკრინინგის პროგრამა მხოლოდ გამოკვლევებს ითვალისწინებს. მაინტერესებს, გამოკლვლევების შემდეგ, თქვენს მომსახურებაში შედის თუ არა სპირალის ჩასმა.
პროგრამით, მხოლოდ სკრინინგული გამოკვლევები ფინანსდება. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ:
ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლამდე საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლამდე მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლამდე თქვენთვის მომსახურების უახლოესი ცენტრი განთავსებულია რუსთავში, ამიტომ პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ შპს ქუალიტი პლუსში - (8 341) 29 20 71 თბილისში პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ :832 214 00 91, 832 214 00 92. 2009 წელს გავიკეთე სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა სკრინიგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში. მინდა განმეორებითი კონსულტაცია, თუ შეიძლება გამოკვლევის ჩატარება სკრინიგ ცენტრის დიდუბის ფილიალში, რადგან ტერიტორიულად აქ ვცხოვრობ.
პასუხებში მითითებულია რეკომენდაცია, რის მიხედვითაც ხელმეორედ შეძლებთ პროგრამაში ჩართვას. ხელმეორედ გამოკვლევის ჩატარება სასურველია იგივე სკრინინგ ცენტრში, რადგან აუცილებელია შედარდეს ძველი და ახალი მამოგრაფიის სურათი და შემდეგ დაიწეროს პასუხი. (შეასაბამისად თქვენი სურათი ინახება სკრინიგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში.) გაკეთებული მაქვს მამოგრაფია. ამიხსენით ჩემთვის გასაგებ ენაზე, რას ნიშნავს: (მარჯვენა სარძევე ჯირკვალზე )პალპაციით მცირედ მტკივნეული, არეოლასთან ზედა ლატერალურ კვადრანტში ისინჯება მოძრავი, მკვრივი კონსისტენციის უბანი (ფიბროზი), (მარცხენა სარძევე ჯირკვალზე) პალპაციით მტკივნეული, დიფუზიურად ფიბროზული, მოცულობითი წამონაქმნი არ ისინჯება. დასკვნა: Dex-BI-RADS 2 Sin-BI-RADS 2. ამჟამადაც მაქვს მარცხენა სარძევე ჯირკვალში წვა და ტკივილი, რომელიც ვრცელდება იღლიის ქვეშ და მკლავის მიმართულებით. გთხოვთ ამიხსნათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
სკრინინგ ცენტრში თქვენ შეგიძლიათ პასუხები გააშიფრინოთ ექიმს, რომელიც დასმულ შეკითხვებზე გაგცემთ სათანადო პასუხს. მაქვს მკერდის პრობლემები, მაგრამ არ ვარ 40 წლის, ვარ 35 წლის, საშუალება არა მაქვს ექოს რომ გავესინჯო. იქნებ დამეხმაროთ
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ არაპროგრამული მომსახურებით. დამატებითი ინფორმაიისთვის დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე: 214-00-91; 214-00-92. მოგესალმებით, გვაინტერესებს უროლოგის მომსახურება თუ არის თქვენთან და რა ღირს მასთან ვიზიტი?
უროლოგთან კონსულტაციაზე მოსვლა შეგიძლიათ სამშაბათს 17:00 საათის შემდეგ. დამატებითი ინფორმაიისთვის დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე: 214-00-91; 214-00-92. ვარ 48 წლის, 2009 წლის თებერვალში ჩატარებული მაქვს ულტრაბგერითი გამოკვლევა, დიაგნოზი: საშვილოსნოს მიომა. ჩატარებული მაქვს მკურნალობა, მივიღე კლიმონორმი. რამდენად შესაძლებელია, რომ გაიწოვოს და არ დამჭირდეს ოპერაციული ჩარევა.
თუ მენსტრუალური ციკლი შეწყვეტილი გაქვთ შესაძლებელია მოხდეს მიომის გაკირვა და არ დაგჭირდეთ ოპერაციული ჩარევა. სასურველია 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და შეამოწმოთ მიომის ზომა. 2009წლის ივნისში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გავიკეთე საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები. მაინტერესებს როდის შემიძლია განმეორებით გავიკეთო გამოკვლევა?
იმოქმედეთ თქვენს პასუხებში მითითებული რეკომენდაციის მიხედვით. აქვს თუ არა მნიშვნელობა ციკლის რომელ დღეს ჩატარდება კვლევა PAP-ტესტით? დადებითი პასუხის შემთვევავში მაინტერესებს იძლევა თუ არა პასუხში სხვაობას არა რეკომენდებულ დღეს (მაგ.: ციკლის 20-ე-25-ე დღე)ჩატარებული კვლევა
PAP-ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დამთავრების შემდგომ არის რეკომენდირებული. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: 214-00-91; 214-00-92. მყავს 13 წლის გოგონა. მაინტერესებს სპეციალისტის აზრი პაპილომა ვირუსის აცრასთან დაკავშირებით, რადგანაც საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია გამეფებული. თავად გინეკოლოგის რჩევით, ნაცნობები თავს იკავებენ ამ აცრისაგან. იქნებ მირჩიოთ და ამასთაავე მითხრათ, სად შემიძლია გავუკეთო ეს აცრა.
ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე 0-007 ვარ ქალიშვილი და პოლიჟინაქსის ვაგინალური სანთელი როგორ უნდა მოვიხმარო. ინსტრუქცია არ ქონდა.ექიმსაც ვერ დავუკავშირდი.
იხ. ეს ლინკი http://innotech.com.md/medicines/12-polijinax.html ჩაწერილი ვარ ახალციხეში, შემიძლია თუ არა უფასოდ გავესინჯო თბილისში, გავიკეთო პაპ-ტესტი. 3 წლის წინ მქონდა პაპილომა ვირუსი, ვიმკურნალე მაგრამ ვფიქრობ ბოლომდე ვერა, არ ვრჩები ფეხმძიმედ და ყოველ 6თვეში ერთხელ მაქვს მენსტრუალური ციკლის ჩავარდნა. უსახსრობის გამო ვერ მივდივარ ექიმთან. გთხოვთ დამეხმაროთ.
სკრინინგ პროგრამა უკვე მთელს საქართველოზე ვრცელდება. მიმართეთ ენდოკრინოლოგს. შეამოწმეთ თქვენი ჰორმონალური სტატუსი, გაარკვიეთ მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი, რადგან პაპილომა ვირუსი არ იწვევს უნაყოფობას. ვარ 26 წლის, მყავს 1 წლის და 7 თვის ბავშვი.მშობიარობამდე შევამჩნიე, რომ ძუძუს თავზე მაქვს პატარ-პატარა გამონაყარივით და ხელის მოჭერით გამოდის თეთრი, შესქელებული მასა. ყოველივე ამას ვერ ვაბრალებ ძუძუში დარჩენილ რძეს, რადგან მე რძე არ მქონია,ბავში სულ ხელოვნურ რძეზე გაიზარდა. რაიმე საშიში ხომ არაა?
გირჩევთ, მიმართოთ მამოლოგს. მდგომარეობა საშიში არ არის, მაგრამ მკურნალობა აუცილებელია, რათა მომავალში მოსალოდნელი გართულება თავიდან აიცილოთ. მაქვს ფიბროზულ -ცისტოზური მასტოპატია, ფიბროადენომა,ორივე მკერდზე. ვარ 24 წლის. ბავშვიც გავაჩინე, ძუძუს ვაწოვებდი მაგრამ არ გაიწოვა. მამოლოგმა მირჩია ოპერაცია მკურნალობის გარეშე. რამდენად საშიშია ოპერაცია? აუცილებელია თუ არა ფიბროადენომის დროს ოპერაციის გაკეთება? ან რამდენიმე თვის შემდგომ რომ გავიკეთო, ხომ არ იქნება რამე გართულება?
გირჩევთ, იმოქმედოთ მამოლოგის რეკომენდაცის მიხედვით. ფიბროადენომა არ გაიწოვება, ოპერაციის გაკეთება შეგიძლიათ რამდენიმე თვის შემდეგაც. აკონტროლეთ რომ ზომაში არ გაიზარდოს. ტარდება თუ არა მოზარდ გოგონათა ვაქცინაცია პაპილომა ვირუსზე სკრინინგის პროგრამის ფარგლებში. რაიონის მაცხოვრებელმა სად შეიძლება ჩაიტაროს აცრა?
პაპილომა ვირუსზე აცრები სცრინინგ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე: 0-007 მეგობარმა დამიტოვა 2 საათით თავისი პატარა, დედის წასვლიდან ცოტა ხანში ტირილი დაიწყო, რომ გამეჩერებინა ჩემი ძუძუ ვაწოვე. ამის შემეგ მკერდში ჩამიდგა ცოტა რძე, სადგაც დღეში ორი სამი წვეთი. პრობლემა ის არის რომ ვარ ქალიშვილი ესეთი რამ შეიძლება? რამდენად სახიფათოა ჩემთვის?
აღნიშნული შემთხვევა ფიზიოლოგიური მოვლენაა. დამატებითი კოსულტაციისთვის მიმართეთ მამოლოგს. 1 წელია აღარ ვაჭმევ ბავშვს რძეს,გამიქრა და შეცოტავდა თავისით. 3 კვირის წინ მკერდის მასაჟისტმა გამომიწველა ჩარჩენილი რძე და ამიკრა,ამის მერე ცოტა ტკივილი მქონდა დიაფრაგმასთან. საშიში ხომ არ არის? რას მირჩევთ?
მიმართეთ მამოლოგს. გთხოვთ, მაცნობოთ გლდანის რაიონში გახსნილი თქვენი ფილიალის ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
გლდანში ჩვენი ფილიალი არ გახსნილა. საიტზე დევს მხოლოდ 2009 წლის სტატისტიკური მონაცემები. გთხოვთ, გახადოთ ხელმისაწვდომი უახლესი მონაცემებიც.
გთხოვთ, იხილოთ http://gnsc.ge/index.php?act=page&id=67&parent=56&children=yes&lang=ge ვარ 26 წლის, მყავს ერთი შვილი, 7 წლის. მინდა მკერდის შემოწმება, ვის უნდა მივმართო? რა პროცედურები იქნება საჭირო? ძალიან გთხოვთ, მითხრათ თქვენს კლინიკაში კონსულტაციის და შემოწმების ფასი. მენსტრუაციის რა ფაზაშია უმჯობესი გასინჯვა? წინასწარ უნდა ჩავეწერო თუ ნებისმიერ დროს შემიძლია მოსვლა? თბილისიდან არ ვარ და წინასწარ მინდა ვიცოდე.
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ არაპროგრამული მომსახურეობით. ძუძუს გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ცისლის დაწყებიდან მე–7–14 დღეს. პროგრმაში ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 14-00-91; 14-00-92 ვარ 28 კვირის ორსული, პაპ –ტესტით დამიდგინდა პაპილომავირუსი, ტიპი– 6. რეკომენდებულია თუ არა ამ ეტაპზე PAP ტესტის ჩატარება? ნაჩვენებია თუ არა საკეისრო კვეთა ვაგინალური მეჭეჭების გამოვლენის შემთხვევაში?
გთხოვთ, ზუსტად მოგვწეროთ რა სახის გამოკვლევა გაქვთ ჩატარებული (სისხლით თუ ნაცხით?) პროსტატაზე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, სკრინინგ ცენტრი აფინანსებს ოპერაციას თუ არა?
პროსტატის ოპერაცია პროგრამით არ ფინანსდება. გავიკეთე PAP-ტესტი, მაინტერესებს ამ გამოკვლევით თუ შეიძლება კიბოს დადგენა? თუ სხვა გამოკვლევაცაა საჭირო?
კიბოს დასადგენად მხოლოდ PAP-ტესტის ჩატარება არაა საკმარისი, ამისათვის საჭიროა კოლპოსკოპიური გამოკვლევაც. PAP-ტესტი გავიკეთე უფასო პროგრამის ფარგლებში, პასუხი მჭირდება ოპერაციისათვის, მაგრამ როცა პასუხი იქნება უკვე ოპერაცია გაკეთებული მექნება ვინაიდან ექიმი უცხოეთიდან ჩამოდის. არ შეიძლება დაჩქარება?
მოგვწერეთ თქვენი პირადი მონაცემები, სახელი გვარი და გამოკვლევის ჩატარების თარიღი. ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი მდგომარეობა და დაგეხმაროთ. მაინტერესებს პრეპარატი მაკმირორი რისი წამალია? PAP ტესტის ანალიზი გავიკეთე და ეს პრეპარატი დამინიშნეს.
მაკმირორი კომპლექსური ანტიმიკრობული პრეპარატია.იხ. ბმული http://www.vidal.ge/vidal/drug_more.php?id=1534 ხდება თუ არა თქვენს კლინიკაში სწორი ნაწლავის გამოკვლევა და სად მოვიდე შესამოწმებლად?
კოლორექტული (მსხვილი ნაწლავის) კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, 50-დან 70 წლამდე ასაკის პირებს უტარდებათ ტესტი ფარულს სისხლდენაზე, საჭიროების შემთხვევაში კი კოლონოსკოპია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ 14 00 91 ან 14 00 92. ვცხოვრობ ზუგდიდში. მოქმედებს თუ არა, ამ რეგიონში, უფასო სკრინინგ პროგრამა და შემიძლია თუ არა მკერდის გამოკვლევა თქვენი პროგრამით?
სკრინინგის პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ 14 00 91 ან 14 00 92. მაქვს დიაგნოზი: საშვილოსნოს ყელის ცვლილებები, განუსაზღვრელი მნიშვნელობის ატიპიით, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ცერვიტი. გთხოვთ, ამიხსნათ რისგან არის ეს ყველაფერი გამოწვეული? ასევე ნაცხში აღმოჩნდა ტრიქომონა, ეს დავადება მხოლოდ სქესობრივი გზით ვრცელდება თუ სხვა ფაქტორიც არსებობს?
ნაცხში აღმოჩენილი ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი. სქესობრივის გარდა, ტრიქომონის გავრცელების სხვა გზებიც არსებეობს. დაახლოებით ერთი წლის წინ გავიკეთე ექოსკოპია და ვიყავი მამოლოგთან. დამინიშნა მკურნალობა, მაგრამ ეხლა ისევ მაწუხებს მკერდი. საშიშია თუ არა?
განმეორებითი კონსულტაციისთვის, მიმართეთ მამოლოგს. რამდენჯერ შემიძლია ჩავიტარო უფასო გამოკვლევა (პაპ ტესტი და კოლპოსკოპია)?
უფასო პროგრამაში ხელმეორედ ჩართვას, პასუხების დასკვნაში, ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციის საფუძველზე შეძლებთ. ბავშვის გაჩენის შემდეგ, ძუძუდან მაქვს უმნიშვნელო გამონადენი. სხვაგვარ პათოლოგიას ვერ ვამჩნევ ვერც გარეგნულად ვერც ხელით მოსინჯვით. ვარ დევნილი, თბილისში რეგისტრირებული, შემიძლია თქვენ ცენტრში მოსვლა გამოკვლევებზე?
რეკომენდირებულია მამოლოგის კონსულტაცია. შეგიძლიათ ჩაერთოთ სკრინინგის პროგრამაშიც თუ მიეკუთვნებით ქვემოაღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს. 40-დან 70 წლამდე – ძუძუს კიბოს სკრინინგი· 25-დან 60 წლამდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი· 50-დან 70 წლამდე - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ 14 00 91 ან 14 00 92. თუ შეიძლება პროსტატიტის უფასო გამოკვლევა და სად?
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ 14 00 91 ან 14 00 92. რას იკვლევს პაპ ტესტი და სად შეიძლება ჩავიტარო გამოკვლევა? მყავს 9 წლის შვილი. მინდა ორსულობის დაგეგმვა, მაგრამ ახლახანს მქონდა 2 შეწყვეტილი ორსულობა, მიზეზი-ნაყოფის სუსტი მიმაგრება და საშვილოსნის ჰიპერტონუსი, მირჩიეთ რა სახის გამოკვლევა ჩავიტარო?
სასურველია გაიკეთოთ PAP– ტესტი. PAP– ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის ლაბორატორიულ კვლევას წარმოადგენს. გამოიკვლეთ ფარისებრი ჯირკვალი და გაიკეთოთ ექოსკოპია. მიმართეთ გინეკოლოგს. თუ ხორციელდება თქვენს მიერ სკრინინგ პროგრამები რაიონებში?
სკრინინგის პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ 14 00 91 ან 14 00 92. ქუთაისში თუ კეთდება პაპილომა ვირუსის აცრები მოზარდ გოგონებში და სად შეიძლება გავიკეთოთ? 11 წლის გოგონა მყავს და მაინტერესებს ვის მივმართო.
აცრების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ნომერზე 0-007 მყავს დედა 43 წლის, სურს რომ ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, თბილისში ვცხოვრობთ, თუმცა ჩაწერილები ქობულეთში ვართ. მაინტერესებს თუ ჩაუტარებენ თბილისში ამ გამოკვლევას? ან ბათუმში თუ არის შესაძლებელი იგივე გამოკვლევის ჩატარება?
თქვენ შეძლებთ პროგრამაში მონაწილეობას, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. შესაბამისად, შეგიძლიათ მიმართოთ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს (8 422) 7 03 25, აჭარის ონკოლოგიის ცენტრს (8422) 7 83 22 ან თბილისში ეროვნულ სკრინინგ ცენტრს 14 00 91, 48 17 10. სხეულზე რაღაც მზარდი ლაქა გამიჩნდა. მეშნია კანის ავთვისებიანი სიმსივნე არ იყოს, ჩემი ოჯახი გენეტიკურად მიდრეკილია სიმსივნისადმი.გთხოვთ, დამაკვალიანოთ თუ რა გამოკვლევაუნდა ჩავიტარო?
პირველ რიგში გაიარეთ დერმატოლოგთან კონსულტაცია. თუ იგი გამორიცხავს კანის სიმსივნეს, შემდეგ მიმართეთ სპეციალიზირებულ კლინიკას. ვარ თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი, 81 წლის ქალბატონი. მეკუთვნის თუ არა პაპ ტესტი უფასოდ?
სკრინინგის პროგრამით, PAP ტესტი უფასოა 25-დან 60 წლამდე ქალბატონებისთვის. მჭირდება საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა:PAP ტესტი და კოლპოსკოპია. ვცხოვრობ დასავლეთ საქართველოში. ქ. ხონში. ვარ 37 წლის. შემიძლია თუ არა ქ. ქუთაისში უფასო გამოკვლევა?
საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა იმერეთის რეგიონში უახლოეს ხანში იწყება. დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართეთ იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს. ვარ 20 წლის, უკვე მეორე დღეა მარცხენა ძუძუ მტკივა ხელს რომ ვიკიდებ დიდი ჯირკვალივით მხვდება ხელში. რა შეიძლება იყოს? რამე საშიში ხომ არ არის?
გირჩევთ, გაიკეთოთ ექოსკოპია და მამოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. არსებობს თუ არა პაპილომა ვირუსი სისხლში და თუ არსებობს, როგორ ვუმკურნალოთ მას და რამდენად საშიშია იგი სიცოცხლისთვის?
მიმართეთ გინეკოლოგს, ჩაიტარეთ PAP ტესტი. ვარ 52 წლის, თბილისელი. მკერდიდან დამეწყო სისხლის წვეთების გამოდენა, როგორ მოვიქცე? როდის შეიძლება მოვიდე თქვენს ცენტრში?
ძუძუდან ნებისმიერი გამონადენის შემჩნევის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ მამოლოგს. პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: 14 00 91, 14 00 92 (დიდუბე, წერეთლის 69) ან 48 17 27, 48 17 10, 76 94 14, 76 04 72 (ვარკეთილი, კალოუბნის 12) ექვსი თვეა, რაც პატარამ ძუძუთი კვებას დაანება თავი. შევამჩნიე, რომ ორივე ძუძუდან მაქვს ყვითელი გამონადენი, ხელით გასინჯვით ჯირკველი არ ისინჯება. შეიძლება თუ არა რომ ეს წარმოადენდეს გარკვეულ საშიშროებას?
ლაქტაციის დასრულების შემდეგ, ნარჩენმა რძემ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერპროლაქტინემია (პროლაქტინის მომატება), ამიტომ აუცილებელია მიმართოთ მამოლოგს და ენდოკრინოლოგს. მყავს ორი თვის ბავშვი ბუნებრივ კვებაზე. თითქმის ერთი თვეა მაწუხებს მარცხენა მკერდი, ვგრძნობ ჩხვლეტებს. მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს? ხომ არ არის მკერდის კიბოს გაჩენის საფრთხე?
მიმართეთ მამოლოგს. 3 წლის უკან, დამისვეს ფიბროადენომის დიაგნოზი. ვიმკურნალე, ექიმის რჩევით გავაჩინე ბავშვი, რომელსაც 7 თვე ვაწოვე ძუძუ. ამის შემდეგ მივმართე მამოლოგს, ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა. მითხრეს, რომ სარძევე ჯირკვალი მაქვს პათოლოგიის გარეშე. მაინც მაწუხებს ტკივილი იმ მკერდში რომელშიც მქონდა ცვლილება. კიდევ რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო, რომ რაიმე უმნიშვნელო ცლილებაც კი არ გამომეპაროს?
ეცადეთ, იყოთ მამოლოგის და ექოსკოპისტის დაკვირვების ქვეშ. თუკი თბილისში, თქვენს ცენტრში ხდება ყველანაირი კვლევა და უფასო ოპერაციები, ქუთაისელებმა რა დავაშავეთ? მით უმეტეს რომ უმუშევრობის გამო აქ უფრო საშინელი მდგომარეობაა. ნუთუ განწირულები ვართ? ვის უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენი თხოვნა შეისმინონ?
ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა იმერეთში მოქმედებს 2009 წლიდან, შესაბამისად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ ცენტრს. ქუთაისში მის: მესხის 67 ტელ: (8 231) 3 64 64 მის: ჯავახიშვილის 83ა ტელ: (8 231) 5 16 19 მყავს დედა, რომელმაც თვენთან გაიკეტა როგორც მამოგრაფია, ასევე ექოსკოპია. პასუხები იყო შემდეგი: Dex-BI-RADS 2, Sin-BI-RADS 4. რას ნიშნავს?
BI-RADS– სისტემა მამოგრაფიაში რენდგენოლოგიური სურათის შესაფასებლად გამოიყენება. გაეცანით პასუხების ბოლოს მითითებულ რეკომენდაციას. უქმნის თუ არა ორსულობას საფრთხეს ქრონიკული ლიმფური ლეიკემია? არსებობს რაიმე სპეციალური რჩევები ან რეკომენდაციები?
მიმართეთ ჰემატოლოგს. ვარ 33 წლის, ასაკის გამო არ მეკუთვნის უფასო გამოკვლევა ძუძუზე. მაინტერესებს რა ჯდება ფასიანი მომსახურეობა?
გამოკვლევის ღირებულებაზე ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომრებზე: 14-00-91; 14-00-92. ვარ 22 წლის, გასათხოვარი. მარცხენა მკერდში მაქვს კვანძი, ექოსკოპიური გამოკვლევით არის ფიბროადენომატოზური წარმონაქმნი. მამოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, გავიარე მკურნალობის 3 თვიანი კურსი. შესაძლებელია კვანძის გაწოვა წამლებით?ოპერაცია ხომ არ დამჭირდება?
მიმართეთ მამოლოგს. დედაჩემს, რომელიც არის 48 წლის, აღმოაჩნდა საშვილოსნოს ყელის კიბო, პირველ სტადიაში. სხვა ყველა ორგანო და ლიმფური სისტემა სუფთა აქვს. გაუკეთდა ოპერაცია და ამოაჭრეს საშვილოსნო, ასევე საშვილოსნოს ყელი და საკვერცხეები. დაუნშნეს კომპლექსური სხივური თერაპია, რომელიც ღირს 13 900 ლარი, ამის სახსრები კი ჩვენს ოჯახს არანაირად არ გააჩნია. მაინტერესებს სად შეიძლება დაფინანსების მოძიება? შესაძლებელია თუ არა სრული განკურნება?
დაფინასების მოძიებაძე ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, განკურნება შესაძლებელია. თქვენთან კონსულტაციის შემდეგ(2008. 09)გავიკეთე ფიბროადენომის ოპერაცია, ამჟამად არაფერი მაწუხებს. რა სახის კვლევებია საჭირო, რომ იგივე არ განმეორდეს? საკმარისია თუ არა მხოლოდ ექოსკოპიური კონტროლი? ამასთანავე მაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია.
სასურველია ექოსკოპიური კონტროლი, ასევე უნდა მიმართოთ მამოლოგს და ენდოკრინოლოგს. რა არის ალფაფეტოპროტეინი?
ალფაფეტოპროტეინი(AFP) ცილაა, რომელიც ორსულობისას სინთეზირდება ყვითელი სხეულის პარკის უჯრედების მიერ, ორსულობის 13 კვირიდან კი ნაყოფის ღვიძლის მიერ. გამოიყოფა შარდთან ერთად ამნიონალურ სითხეში და სანაყოფე გარსის გავლით ხვდება დედის სისხლში. ვარ 53 წლის, მარჯვენა მხარეს ძუძუ შიგნიდან მეწვის. რისი ბრალი უნდა იყოს?
წვის და დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. მიმართეთ მამოლოგს. პაპილომავირუსის გარდა შეიძლება სხვა რამემ გამოიწვიოს კონტაქტური სისხლდენა? ნაცხის ანალიზში ამომივიდა სოკო და გარდანელა.რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა?
კონტაქტური სისხლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. მაინტერესებს რა ღირს კოლპოსკოპია და პაპ ტესტი. იქნებ მითხრათ, როგორ ჩნდება პაპილომავირუსი?
პაპილომავირუსი ჩნდება სქესობრივი გზით. გამოკვლევის ღირებულებაზე ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომრებზე: 14-00-91; 14-00-92. არის თუ არა ალბათობა, მესამე სტადიაში, მსხვილი ნაწლავის კიბოს განკურნების?
ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, არსებობს განკურნების ალბათობა. გათხოვილი ვარ თბილისში, ამის დასადასტურებლად შემიძლია წარვადგინო ქორწინების მოწმობა და მეუღლის პირადობის მოწმობა. პასპორტის მიხედვით, ჩაწერა მაქვს ოზურგეთში. ვარ 40 წლის, მესაჭიროება PAP ტესტი, თუნდაც ფასიანი მომსახურება, ოღონდ ეროვნული სკრინინგ ცენტრის სპეციალისტებთან. რამდენად შესაძლებელია? 3 წლის წინ PAP ტესტის პასუხი იყო cin- 2. ეს კიბოა?
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ არაპროგრამული მომსახურებით. დიაგნოზი cin-2 არ არის კიბო, მაგრამ სასურველია კონტროლი, რადგან გამოირიცხოს დაზიანებული უბნის გადაგვარების შესაძლებლობა. მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ცვლილებები, ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული უჯრედული ცვლილებები, კანდიდას ტიპის სოკოთი გამოწვეული უჯრედული ცვლილებები, ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი ინტრაეპითელური ნეოპლაზია, ენდოცერვიქსის რეზერვულუჯრედოვანი ჰიპრეპლაზია, უმწიფარი ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზია - 6 თვის წინ ამ დიაგნოზით ჩავიტარე მკურნალობა. ახლა მესაჭიროება PAP ტესტი. მითხრეს, რომ იკურნება და რას მეტყვით, რამდენად შესაძებელია ეს გადავიდეს სიმსივნეში? მაქვს ჩიყვიც.
რეკომენდებულია ჩიყვზე ყველა გამოკვლევის გაკეთება. თქვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა პათოლოგია იკურნება. სასურველია PAP ტესტის გაკეთება. შეიძლება თუ არა თქვენთან პროსტატის მკურნალობა და ვარიკოცელეს ოპერაციას თუ აკეთებთ?
უროლოგთან შეძლებთ კონსულტაციის მიღებას, შიდა სატანდარტით. ოპერაციები ჩვენთან არ კეთდება. ვარ 28წლის,საჩხერის რაიონიდან. მკერდში მაქვს კვანძი,მოძრავია.თუ მეკუთვნის თქვენთან უფასო გამოკვლევა ან როგორ მოვიქცე (ვის მივმართო)?
ძუძუს სკრინინგის პროგრამა 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვისაა ხელმისაწვდომი. გამარჯობა. თბილისში რეგისტრირებული არ ვარ და მინდა PAP ტესტის ჩატარება. როგორ მოვიქცე? თუ უფასოდ არ მეკუთვნის, რამდენი დამიჯდება?
PAP დიაგნოსტიკა, გინეკოლოგის გასინჯვის გარეშე, ჩვენთან ღირს 35 ლარი. მაინტერესებს ახდენს თუ არა თქვენი ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი ოპერაცის დაფინანსებას?
გადაუდებელი ოპერაციები ეროვნულ სკრინინგ ცენტრში არ კეთდება. ვარ 40 წლის, თბილისში რეგისტრირებული. გამოკვლევა ჩავიტარე თქვენს სკრინინგ ცენტრში, აღმომაჩნდა ფიბროადენომა 1,13X0,54სმ-ზე. პასუხის აღებისას არ გამივლია კონსულტაცია მამოლოგთან, მაინტერესებს საოპერაციოა თუ არა და როგორ კეთდება ეს ოპერაცია, ნარკოზით თუ ადგილობრივი ანესთეზიით?(ოპერაციის შემთხვევაში - რა დამიჯდება?) ველოდები პასუხს, დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.
გირჩევთ 6–თვეში ერთხელ გაიკეთოთ ექოსკოპია, დააკვირდეთ ფიბროადენომის ზომებს. წარმონაქმნის გაზრდის შემთხვევაში, რეკომენდებულია ოპერაციული ჩარევა, რაც ჩვენთან უფასოდ გეკუთვნით. ოპერაცია კეთდება როგორც ნარკოზით, ასევე ადგილობრივი ანესთეზიით. ამ საკითხს ერთად წყვეტენ ექიმი და პაციენტი. ჰისტეროსალპინგოგრაფია: პასუხი ასეთია - საშვილოსნოს ღრუ სამკუთხედის ფორმისაა, ნორმალური მდებარეობის, დიდი მოცულობით, დეფორმიული კონტურებით, არაერთგვაროვანი სტრუქტურის. მარჯვენა მილი მაღლაა. შემსხვილებულია ამპულარული ნაწილი და ორივე სუსტად გამტარია. საშვილოსნო და მილები არ იცლება კონტრასტისაგან. მკურნალობა მჭირდება ან ორსულობა თუ დადგება ასეთი მდგომარეობით? ვარ 6 წლის გათხოვილი, პირველადი უშვილობით, 30 წლის.
გირჩევთ გაიკეთოთ ფერტილოსკოპია. მიმართეთ გინეკოლოგს. 1 თვეა, მტკივა მკერდი (მარჯვენა), გამუდმებით ყრუდ. გამონადენი და თავის ჩაბრუნება არ არის. მამოლოგთან მიმართვის დროს, რომელი კვლევა უკეთესი და საფუძვლიანია ექოსკოპია თუ მამოგრაფია? ანუ რომელში უკეთ ჩანს მდგომარეობა? ვარ 30 წლის.
მაოგრაფია 40 წლამდე რეკომენდებული არ არის და, როგორც წესი, ნაკლებად ინფორმატიულია. გამარჯობა, მაინტერესებს საშუალოდ რა ღირს კვანძის ამოკვეთა სარჯევე ჯირკვლიდან.
პირველ რიგში, საჭიროა კვანძის მორფოლოგიური კვლევა. თუ არ დადასტურდა წარმონაქმნის ავთვისებიანობა, ოპერაცია უფასოა თბილისში რეგისტრირებული 40-დან 70 წლამდე ქალბატონისთვის. თუ პაციენტი ვერ ჯდება ასაკობრივ ჯგუფში, მაშინ ოპერაციის ფასი 250-დან 550 ლარამდე მერყეობს. ვარ 33 წლის. გავიკეთე სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა: კანის სისქე - ნორმა, კონტური - სადა, თანაბარი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი- ჭარბად გამოხატული, პარენქიმის ექოსტრუქტურა - წარმოდგენილია უპირატესად ცხიმოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი კომპონენტებით, ჯირკვლოვანი კომპონენტები ფრაგმენტებად შენახული. კუპერის იოგები გამკვრივებული, სარძევე სადინარები არა არის დილატირებული, კეროვანი დაზიანებები არ ვიზუალიზირდება, ლიმფური გზები არ ისახება. რეგიონალური ლ.კ. - პათ. ცვლილებების გარეშე, დასკვნა dex BI-RADS 1, sin BI-RADS 1 ეს გამოკვლევა გავიკეთე თქვენთან ექიმ გიორგაძესთან. გამოხატული ექოლოგიური ცვლილებების გარეშე. გინეკოლოგმაც გამსინჯა ხელით და მითხრა, რომ არაფერი არ არის, მაგრამ მარცხენა სარძევე ჯირკავალი მაწუხებს, მაქვს ჭვალივით ტკივილი, იღლიაშიც, მტკივა მკლავიც, ეს ტკივილი გადამდის ხერხემალში ზურგზე, კისრის ცოტა დაბლა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიჭერს ხერხემალთან, იშვიათად სარძევე ჯირკვლის თავი მეწვება, გარეგნულად არანარი ცვლილება არ არის, არც შეშუპება, არც გამონადენი დვრილიდან, არც დაწითლება, არც დეფორმაცია. ესეთი ტკივილები მაქვს,დაახლოებით თვეზე მეტია, რისი ბრალი შეიძლება იყოს, რას მირჩევდით? რომელი ექიმს უნდა მივმართო?გთხოვთ მიპასუხოთ. ნევროპათოლოგი თუ გყავთ და კონსულტაცია რა ღირს? ასევე რომელ დღეებში მუშაობს? წინასწარ გიხდით მადლობას.
გირჩევთ მიმართოთ ნევროპათოლოგს. გამორიცხეთ ოსტეოხონდროზი. მაინტერესებს თქვენი პროგრამით თუ შეიძლება PAP ტესტის გაკეთება? გმადლობთ.
სკრინინგის პროგრამით PAP ტესტის გაკეთება შეუძლიათ 25-დან 60 წლამდე, თბილისში რეგისტრირებულ ქალბატონებს. მამოლოგმა გასინჯვით დამიდგინა ფიბროადენომა.ექოსკოპია არ გამაკეთებინა და მითხრა, რომ ამოსაკვეთია.შეიძლება, რომ კვანძი წამლებით გაიწოვოს? ნებისმიერი ზომისა უნდა ამოიკვეთოს?
ჩვენი რჩევაა, პირველ რიგში, ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა. ამის შემდეგ, შესაძლებელია ვისაუბროთ ნამდვილად ფიბროადენომა გაქვთ თუ ფიბროადენომატოზული კვანძი. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ექოსკოპიური კვლევა დაადგენს. შეიძლება თუ არა ფიბროზული პოლიპი გაუჩნდეს ქალიშვილს და როგორ ხდება მისი ამოკვეთა ქალიშვილებში?
ფიბროზული პოლიპის გაჩენა შესაძლებელია. მისი ამოკვეთა ხდება ლაპარასკოპიული მეთოდით. ვარ პროფესიით ექიმი და მსურს მონაწილეობა მივიღო სკრინინგ ცენტრის კვლევებში. რა არის ამისათვის საჭირო?
ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, პერიოდულად, ქვეყნდება მედიასა და ინტერნეტ სივრცეში. ვარ 23 წლის და წყალტუბოში ჩაწერილი. მეკუთვნის თუ არა გინეკოლოგიური გამოკვლევა?
რეგიონებში რეგისტრირებულ ქალბატონებზე, საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამას, სახელმწიფო ჯერჯერობით არ აფინანსებს. მოგესალმებით, მაქვს ლიმფომა, მე-3 სტადია, ვიტარებ სხივურ თერაპიას. აღმოვაჩინე, რომ ვარ 6-7 კვირის ორსული. ამ პერიოდში ვიკეთებდი დასხივებას და მაინტერესებს, შეიძლებოდა ნაყოფზე ემოქმედა ამ ყველაფერს?
აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. გთხოვთ, მიპასუხოთ, მამაკაცებში რომელ წლამდე ატარებთ გამოკვლევებს პროსტატაზე? 83 წლის მამაკაცებში უტარებთ?
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტი უტარდებათ, თბილისში რეგისტრირებულ 45-დან 70 წლამდე მამაკაცებს. ვარ 33 წლის, შარშან გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, ხოლო თებერვალში(2010) ვიყავი უკრაინაში, ჩავიტარე რადიო–იოდოთერაპია. ახლა მსურს მოვემზადო ფეხმძიმობისთვის, გთხოვთ, მითხრათ, რამდენად შესაძლებელია?
მიმართეთ გინეკოლოგსა და ენდოკრინოლოგს. დამიდგინდა მარცლოვანი და მტკინვეული სარძევე ჯირკვლები და სარძევე ჯირკვლის სტრუქტურა ჰემოგენური მკრივი(ACR-4)მარცხნივ მაკროკალცინატი DEX-BI-RADs3 CIN-BI-RADs. რა ვქნა?
მიმართეთ მამოლოგს. გამარჯობა. ვარ ქალიშვილი და შეიძლება თუ არა ჩემთვის საშვილისნოს ყელის გამოკვლევა?
თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა. მქონდა საშვილოსნოს ყელის კიბო - პირველი სტადია, პრტყელ უჯრედოვანი კარცინომა.გავიკეთე ოპერაცია, ჩავიტარე სხივური თერაპია... რა შედეგები შეიძლემა მოყვეს შემდეგში? ვარ 32 წლის.
თქვენს კითხვებს ონკოლოგი უკეთ გასცემს პასუხს. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა პაპილომა ვირუსის გაჩენა მაშინ, როცა არ გაქვს დაწყებული სქესობრივი ცხოვრება? და თუ შესაძლებელია როგორ?
სქესობრივი კონტაქტის გარეშე პაპილომა ვირუსი არ გადადის, რადგან ამ ვისურის მატარებელი მამაკაცია. გამარჯობა,1 თვის წინ ვიმკურნალე პაპილომა ვირუსზე, მაგრამ შემდეგ გამოკვლევაზე აღარ ვყოფილვარ. არაფერი მაწუხებს. უბრალოდ, გამონადენი მაქვს მოყვითალო ფერის, შესაძლებელია დარჩენილიყო ვირუსი? და კიდევ მაინტერესებს, ერთხელ მკურნალობა საკმარისია? რისკი იმისა რომ კიდევ გაჩნდეს ეს ვირუსი რამდენია?
კონკრეტულ შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს. გამარჯობათ, 2 თვის წინ მივმართე თქვენს ცენტრს. პაპ-ტესტის პასუხი იყო - ნორმა, რეკომენდაცია -ტრიქომონიაზის და კანდიდოზის მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ, განმეორებითი პაპ-ტესტის პასუხი იყო: ცინ1. რამდენად შესაძლებელია ორ თვეში შეიცვალოს პაპ-ტესტის პასუხი?
ტესტის გადამოწმება უნდა მომხდარიყო ერთი და იგივე კლინიკაში. რამდენად მოხდა ეს თქვენს შემთხვევაში, მოგვწერეთ. ჩვენ ვცხოვრობთ დასავლეთში, სადაც არაა უფასო გამოკველევები. რა ვქნათ, რომ თქვენთან მოვხვდეთ? 2 წლის წინ გაიკეთა ოპერაცია და სჭირდება კონსულტაცია.
გთხოვთ, დაგვიკონკრეტოთ დასავლეთში რომელ რეგიონს ან რაიონს გულისხმობთ და რა ოპერაციაზე საუბრობთ? ვარ 26 წლის, დამიდგინეს ფიბროადენომა 5მმ. ვგეგმავ ორსულობას. მაინტერესებს, რამდენად ხელს შეუშლის ორსულობას და ორსულობის განმავლობაში, არის თუ არა რაიმე საშიშროება ფიბროადენომის გადაგვარების.
მიმართეთ მაოლოგს. მყავს 54 წლის დედა. 2009 წელს, მაისში აღმოაჩნდა საშვილოსნოს ყელის კარცინომა მე-3 სტადია. ჩავუტარეთ კამელინის 3 კურსი და ვკურნალობთ სხვა ხალხური მეთოდებით. სიმპტომებიდან გამომდინარე, დასნეულდა სწორი ნაწლავიც და შარდის ბუშტიც. მოიკლო წონაშიც და გაძლიერდა ტკივილებიც. რამდენად შეიძლება ოპერაცია ან რა შეიძლება გაკეთდეს?
მიმართეთ ონკოლოგებს. მხოლოდ გამოკვლევების შემდეგ შეიძლება თქვენს კითხვას პასუხი გაეცეს. მყავს 12 წლის გოგონა. მენსტრუაციული ციკლი ჯერ არ დაწყებია. მინდა გავუკეთო აცრა. სად ან ვის მივმართო?
დარეკეთ ნომერზე 0-007 და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას. ძალიან მაინტრესებს საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოს სტატისტიკა პაპილომა ვირუსის გავრცელებაზე და სიკდილიანობაზე.
ეროვნული სკრინინგ ცენტრი ასეთი ტიპის სტატისტიკას არ აწარმოებს. შესაძლოა, ეს ინფორმაცია მოიძიოთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში. ვარ 22 წლის. მყავს 2 ვაჟი. მინდა, ჩავიტარო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა.რამდენი ლარი დაჯდება გამოკვლევა, ანალიზი და ექიმის კონსულტაცია?
დარეკეთ ნომერებზე: 14 00 91, 14 00 92, 48 17 10 ან 48 17 27. ვარ 26 წლის. ცოტა ხნის წინ, დამეწყო ყრუ ტკივილები მკერდის არეში, რომელსაც თან ერთვის ხელის ტკივილი. ახლა უფრო გამიმძაფრდა. მაინტერესებს, მასტოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა მხრის და ხელის ტკივილი?
შესაძლოა ტკივილი მასტოპათიამ გამოიწვიოს, მაგრამ ზუსტი პასუხი მხოლოდ გამოკვლევების შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ, ამიტომ გირჩევთ, მიმართეთ მამოლოგს. ორი წლის წინ აღმომაჩნდა პაპილომა ვირუსი, გამოკვლევები ჩავიტარე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში, ჩავიტარე ექიმის მიერ ყველა რეკომენდებული გამოკვლევა, ანალიზი, კრიოდესტრუქცია თუ მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ ვირუსი მაინც აქტიურია. მაინტერესებს, სად არის რეკომენდებული სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება, რის შედეგადაც დაცული ვიქნები საშვილოსნოს ყელის სიმსივნისაგან?
პაპილომა ვირუსს მუდმივი კონტროლი და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, რათა არ მოხდეს დაავადების პროგრესირება. ამიტომ გირჩევთ, 6 თვეში ერთხელ, ჩაიტაროთ პაპ-ტესტი და კოლპოსკოპია. თუ თქვენი ასაკი 25-დან 60 წლამდეა და თბილისში ხართ რეგისტრირებული, შეგიძლიათ უფასო გამოკვლევები ჩაიტაროთ ჩვენთანაც. გავიკეთე პაპ-ტესტი, რომლის დიაგნოზია: ასკუს-ატიპიური ბრტყელი ეპითელიოციტები განუსაზღვრელი მნიშვნელობის ატიპიით. დამინიშნეს კოლპოსკოპია, გავიკეთე და მან ეს დიაგნოზი გამორიცხა. რა გავაკეთო? ვენდო კოლპოსკოპიას?
შეგიძლიათ, ენდოთ, რადგან კოლპოსკოპიური კვლევა პაპ-ტესტის პასუხის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად ტარდება. ვარ 36 წლის, ვცხოვრობ ქუთაისში. მენსტრუაციის წინ, მაქვს მკერდის ტკივილი და ცოტა ყვითელი გამონადენი ძუძუდან. მენსტრუაციის შემდეგ, აღარ მტკივა და არც გამონადენი მაქვს. მაქვს ოსტეოქონდროზი, ჩიყვი და ნევროზი. შეიძლება თუ არა ეს გამოიწვიოს ამ დაავადებებმა? გთხოვთ, მირჩიოთ საიდან დავიწყო მკურნალობა? იმ ექიმმა არც მომისმინა, ძუძუ რომ ვახსენე. ონკოლოგიურში გამიშვა და ძალიან ვნერვიულობ.
მიმართეთ მამოლოგს. ჩივილები, რომლებსაც აღწერთ (გამონადენი, ტკივილები), სავსებით შესაძლებელია გამოიწვიოს ოსტეოქონდროზმა, ჩიყვმა, ნევროზმა. დაგჭირდებათ, ასევე, ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაცია. ვარ 33 წლის. დაახლოებით ერთი წელია, დამეწყო მკერდის ტკივილი, განსაკუთრებით მესტრუაციის მოსვლის წინ 6-8 დღით ადრე. იღლიების მიდამოებში შემაწუხებლად მტკივა. აუცილებელია თუ არა, მივმართო ექიმს?
მიმართეთ მამოლოგს. მითხრეს, მასტოპათია გაქვსო. 2 თვის განმავლობაში მენსტრუაცია არ მქონია. მქონდა დაბალი სიცხეები. ვიყავი ენდოკრინოლოგთან და მითხრა თიროტროპული ჰორმონი ძალიან დაბალი გაქვს და ამის ბრალიაო. თქვენ რას მეტყვით?
კონსულტაციისთვის, მიმართეთ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგსა და მამოლოგს. როგორც ჩანს, თქვენი პრობლემა ჰორმონალური დისბალანსითაა გამოწვეული ვარ 33 წლის. მითხრეს მასტოპათია გაქვსო. მკერდიდან მაქვს მოყვითალო ფერის გამონადენი. ამ თვეში მენსრუაციაც არ მომივიდა, ფეხმძიმობა არ არის. ენდოკრინოლოგს მივმართო თუ მამოლოგს? რას მირჩევთ? რამდენად საშიშია?
აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს უკვე 5-6 წელია, რაც მკერდიდან მაქვს მოყვითალო ფერის გამონადენი.ხანდახან, პატარა სიმგრეც მესინჯება მკლავში. ვგრძნობ ყრუ ტკივილებს. რამდენად სერიოზულია ან რა გამოკვლევები გავიკეთო?
მიმართეთ მამოლოგს. ვარ 33 წლის. მითხრეს მასტოპათია გაქვსო. ასევე, მაქვს გამონადენი მკერდიდან, მკლავზე - ტკივილები. რამდენად საშიშია ან რას მირჩევთ?
მიმართეთ მამოლოგს. ვარ 31 წლის. მყავს სამი შვილი. პატარას, რომელიც წლისა და 2 თვისაა, ვკვებავ ძუძუთი. 2 დღეა, სიმაგრე მაქვს მარჯვენა ძუძუში. მქონდა ტემპერატურაც 37,5. ხომ არაა საშიში და რა ვქნა?
მიმართეთ მამოლოგს. ვარ 47 წლის, ვცხოვრობ რუსთავში. მაქვს მკერდისა და იღლიის ფოსოს ტკივილი. მკერდზე მაქვს კვანძები. შემიძლია თუ არა ეს გამოკვლევა ჩავიტარო და ვის მივმართო?
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 14 00 91, 14 00 92, 48 17 10, 48 17 27. 25 წლის ვხდები და არ შეიძლება, გამოკვლევა ჩავიტარო?
25 წლის ასაკში შეგიძლიათ, უფასოდ ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები. თბილისში ვცხოვრობ ქირით და შეიძლება ჩავიტარო კამოკვლევა თქვენთან? თუ არ შეიძლება, სად მივმართო?
თუ თქვენ თბილისში ხართ რეგისტრირებული და აკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ ასაკობრივ კატეგორიას (ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლამდე), შეგიძლიათ მოგვმართოთ. ასევე, თუ რეგისტრირებული ხართ აჭარის, იმერეთის, კახეთის ან ქვემო ქართლის რეგიონში, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში გეკუთვნით ძუძუს უფასო გამოკვლევები (40-დან 70 წლამდე). თუ თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ არ ვარ ჩაწერილი შემიძლია ჩავიტარო გამოკვლევა?
თუ თქვენ თბილისში ხართ რეგისტრირებული და აკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ ასაკობრივ კატეგორიას (ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლამდე), შეგიძლიათ მოგვმართოთ. ასევე, თუ რეგისტრირებული ხართ აჭარის, იმერეთის, კახეთის ან ქვემო ქართლის რეგიონში, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში გეკუთვნით ძუძუს უფასო გამოკვლევები (40-დან 70 წლამდე). სხვა რეგიონებში სკრინინგის პროგრამა ჯერჯერობით არ ფინანსდება. ვარ 32 წლის. შემიძლია თუ არა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მკერდის უფასო გამოკლვლევა?
ძუძუს სკრინინგის პროგრამას თბილისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის. ვარ 44 წლის, ვცხოვრობ ქ.ზუგდიდში, მყავს სამი შვილი და I ჯგუფის ინვალიდი ქმარი (უმუშევარი). ორი კვირის წინ გავიკეთე მკერდის ოპერაცია, მომკვეთეს ორივე მკერდი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 3200(ნასესხები) ლარი. ანალიზის პასუხის შემდეგ მამოლოგმა დამინიშნა ხანგრძლივი ქიმიოთერაპიული მკურნალობა, რომლის ღირებულებაა 12000 ევრო. გთხოვთ გამაგებინოთ, ვის მივმართო, რომელ ორგანიზაციას შეუძლია, მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც, დამიფინანსოს ხანრძლივი ქიმიოთერაპიული მკურნალობა? მეკუთვნის ინვალიდობის სტატუსი?
მიმართეთ ჯანდაცვის ადგილობრივ განყოფილებას, რომელიც ვადლებულია მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე. 1 წლის წინ გავიკეთე მკერდის ოპრაცია(მოვიკვეთე), მჭირდება სილიკონის პროთეზი. თქვენთან თუ შეიძლება მისი შეძენა?
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში პროთეზირების პროგრამა, ჯერჯერობით, არ ხორციელდება. მყავს ერთი წლის ბავშვი, ექვს თვემდე წოვდა ძუძუს. ბოლო ორი თვეა, მკერდში ვგრძნობ წვას ზოლზე, ზევიდან ქვევით. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?
მიმართეთ მამოლოგს. იღლიის ფოსოს კვლევა როგორ ხდება თუ ჯირკვალი არ არის?
გთხოვთ, უფრო დაგვიკონკრეტოთ თქვენი შეკითხვა. მკერდის ტკივილის შემთხვევაში, კისრისა და ხერხემლის გამოკვლევის დროს, ხერხემლის რა ნაწილის გამოკვლევა ხდება? (მოგეხსენებათ, ხერხემალი დიდია და მისი თავიდან ბოლომდე გამოკვლევა შეუძლებელია). ხერხემლის რა ნაწილი გამოვიკვლიო ოსტეოქონდროზის დასადგენად ან გამოსარიცხად?
გამოიკვლიეთ მეორე მალიდან მეათემდე. დიდი ხანია მაწუხებს მკერდი, უკვე 4 წელია. რამდენჯერმე გადავიღე მამოგრაფია, ექოსკოპია, დიაგნოზი დამისვეს-ფიბროლიპომა. როგორც ამიხსნეს, ამ დაავადებას არ ახასიათებს ისეთი საშინელი ტკივილი, როგორიც მე მაქვს. გამგზავნეს ნევროპათოლოგთან და ნეიროქირურგთან, მათ ვერანაირი პასუხი ვერ გამცეს. არც ონკოლოგის პაციენტი ვარ და არც ნევროპათოლოგის, ტკივილს კი არანაირი გამაყუჩებელი არ მიხსნის. გთხოვთ მირჩიოთ რა ვქნა???
გირჩევთ, ჩაიტაროთ კისრისა და ხერხემლის გამოკვლევები, რათა გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი. ვარ 50 წლის, 47 წლის ასაკში გავიკეთე მკერდზე კისტის ოპერაცია. ამ ბოლო პერიოდში დამერღვა მენსტრუაციული ციკლი. მაინტერესებს არის თუ არა ეს დარღვევა ოპერაციასთან კავშირში და რამდენად საშიშია?
თქვენი ასაკიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელი იყო მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ვარ 26 წლის, გათხოვილი. მაქვს ფიბროადენომა. რამდენად საშიშია? არის თუ არა ოპერაცია აუცილებელი (არ იზრდება) და რამდენად საზიანოა ამ შემთხვევაში ორსულობა?
ორსულობის დროს ფიბროადენობა ზომაში მოიმატებს და სავარაუდოდ, ფეხმძიმობის მე-6 თვეზე მაინც მოგიწევთ ოპერაცია. ამიტომ გირჩევთ, ამოიჭრათ. მაინტერესებს, ეს ცენტრი თუ არსებობს ქუთაისში და თუ არსებობს, მიუთითეთ მისამასთიც.
იმერეთის რეგიონში, ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაზე გამოცხადებული ტენდერის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. შესაბამისად, ქუთაისში არსებული ცენტრების მისამართებსაც ამ ტენდერის დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ. გავიკეთე PAP-ტესტი, რომლის პასუხი კარგია. ასევე გავიკეთე კოლპოსკოპიური გამოკვლევა, სადაც დიაგნოზი დამისვეს-დამაკმაყოფილებელი კოლპოსკოპია, CIN 1. როგორც ვიცი, ამას იწვევს HPV ვირუსი. მაინტერესებს, თქვენთან თუ ხდება HPV ტესტირება მაღალი რისკის ტიპის ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით, ანუ ამ ვირუსზე შემოწმება შესაძლებელია თუ არა თქვენთან უფასოდ.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ვირუსის იდენტიფიკაცია არ ხდება. მაინტერესებს, საშვილოსნოს მილების გადაკეტვა არის თუ არა საზიანო ორგანიზმისთვის? რა გართულებები შეიძლება მოყვეს?ვფიქრობ მეორე შვილის მერე გადავიკეტო.
ზოგადად, საშვილოსნოს მილების გადაკეტვა ორგანიზმისთვის საზიანო არაა. რაც შეეხება გართულებას, შესაძლოა ისეთივე იყოს, როგორიც ნებისმიერი სხვა სახის ოპერაციის შემთხვევაში (გართულება შესაძლოა კბილის ამოღებასაც მოჰყვეს). ამავე დროს, თუ კიდევ გაგიჩნდათ მესამე შვილის გაჩენის სურვილი, საშვილოსნოს მილების გადაკეტვის შემდეგ, მისი აღდგენა შეუძლებელია. გამარჯობა, 21 წლის ასაკში საკეისრო კვეთით გავაჩინე ბავშვი. რძე 1 კვირაში გამიშრა. მეორე შვილზე ვფიქრობ, გავიკრა მკერდი. რამდენად რეკომენდებულია და არის თუ არა საშიშროება შემდგომი გარათულებების?
მკერდის გაკვრა არაა რეკომენდებული და შესაძლოა, საზიანოც კი აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის. ვარ 22 წლის გადავიღე ეხოსკოპია მკერდზე და ფიბრომა აღმომაჩნდა, როგორ მოვიქცე?
გთხოვთ, ზუსტი დიაგნოზი მოგვწეროთ. მანტერესებს, თქვენთან მკერდის გაზრდა თუ არის შესაძლებელი?
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში პლასტიკური ოპერაციები არ კეთდება. ერთი და იგივეა თუ არა შერწყმული სხივური თერაპია და სტანდარტული ბრაქითერაპია?
მიმართეთ ქიმიოთერაპევტს. ვარ 32 წლის, 2 შვილის დედა. პატარა 2 წლისა და 8 თვისაა, დღემდე ძუძუთი იკვებება. ტკივილს და რაიმე დასაეჭვებელს არ ვგრძნობ. მაინტერესებს, არის თუ არა მიზანშეწონილი ამ ასაკში ბავშვი კიდევ იკვებოს ძუძუთი და რაიმე გართულება ხომ არ შეიძლება მოყვეს დედისთვის?
როგორც წესი, დედის რძე თავის ძირითად თვისებებს, ერთი წლის შემდეგ კარგავს, ამიტომ შეგიძლიათ ძუძუთი კვება შეწყვიტოთ. გართულება არც მის შეწყვეტას და არც მის გაგრძელებას არ მოყჰვება. ვარ 35 წლის. შემიძლია თუ არა მკერდის უფასო გამოკლვლევა?
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ძუძუს უფასო გამოკვლევები უტარდებათ თბილისში რეგისტრირებულ, 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს. მილებზე მკურნალობთ?
ეროვნული სკრინინგ ცენტრი სამკურნალო დაწესებულება არ არის. ძუძუს თავი მიბრუნდება შიგნით. ვგრძნობ ცოტა ტკივილს. ვარ 35 წლის, 2 შვილის დედა. რამდენად საშიშია და ვის მივმართო?
აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს. მკერდში მაქვს ცოტა ტკივილი და პატარა რაღაც ბურთივით. რა შეიძლება იყოს? ვარ 29 წლის, გათხოვილი.
აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს. 5 თვის წინ გავიარე შემოწმება მამოლოგთან, რენტგენიც გადავიღე. მითხრა, რომ არაფერი მჭირს. უკვე ერთი კვირაა, ვგრძნობ ჩხვლეტას მკერდის არეში, თუმცა არც სიმაგრეს ვგრძნობ, არც რაიმე პატარა წარმონაქმნს. ცოტათი შემეშინდა. შეიძლება ისევ ჩავიტარო გამოკვლევა? თუ დრო უნდა გავიდეს მეორე შემოწმებამდე? 2 წლის წინ ჩამიტარდა ფიბრომის ოპერაცია, საშვილოსნო და საკვერცხეები ამოკვეთილი მაკვს.
ჩხვლეტები, შესაძლოა სულაც არ მიუთითებდეს ძუძუში არსებულ რაიმე პრობლემაზე და სხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, თუმცა თქვენი ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე (2 წლის წინ გაკეთებული ოპერაცია), გირჩევთ, მიმართოთ მამოლოგს და ის გადაწყვეტს, ჩაგიტარდეთ თუ არა უფრო ღრმა კვლევა. ციკლის დამთავრებიდან რამდენი დღის განმავლობაში შეიძლება პაპ-ტესტის ჩატარება?
Pap-ტესტის ჩასატარებლად, ციკლის დამთავრებიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 დღე უნდა იყოს გასული. იმერეთის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი არ ტარდება და რატომ?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეგიონალური პროგრამისთვის, ჯერჯერობით, საკმარისი ფინანსები არ არის. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროგრამა?
ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, ამ ეტაპზე, 2010 წლის ბოლომდეა დამტკიცებული. თუ კი ხარ 40 წლამდე და გაქვს მკერდთან დაკავშირებული პრობლემები, შეგეხება თუ არა უფასო გამოკვლევები?
ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა 40 წლამდე ქალბატონებისთვის არ ფინანსდება. ვარ 28 წლის. მყავს 5 წლის შვილი, რომელსაც ძუძუ არ უწოვია. ერთი წლის წინ შევამჩნიე მკერდში სიმაგრე. მივმართე მამოლოგს, ჩამიტარეს ექოსკოპიური გამოკვლევა და მითხრეს, რომ მქონდა ფიბროადენომური მასტოპათია. დამინიშნეს მკურნალობა და მირჩიეს ბავშვის გაჩენა. ვარ ორსულობის მე-7 თვეზე. კვანძი აღარ მესინჯება, მაგრამ ტკივილის შეგრძნება მაქვს. მივმართე მამოლოგს და მითხრა, რომ არაფერია. მაინტერესებს, რამდენად ვარ დაცული ორსულობაში და ძუძუთი კვების დროს კიბოსაგან და თუ შეიძლება ამ პერიოდებში სკრინინგ გამოკვლევების ჩატარება?
თუ ფიბროადენომა დადასტურებულია, მიმართეთ ქირურგ მამოლოგს. ორსულობის დროს მამოგრაფიული კვლევის ჩატარება არ შეიძლება, ძუძუს ექოსკოპია კი დასაშვებია. ვარ 25 წლის. მყავს 11 თვის ბავშვი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ძუძუთი არ გამომიკვებია და გამიჩნდა მასტიტი, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა კისტად. მაინტერესებს არის თუ არა კისტის კიბოდ გადაქცევის შანსი და დაახლოებით რა ღირს კისტის ოპერაცია?
კისტის კიბოდ გადაქცევა ნაკლებად შესაძლებელია. კისტის ოპერაცია კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მკურნალობის სხვა მეთოდებს არ დაექვემდებარა, ამიტომ მკურნალობის კურსის შესარჩევად მიმართეთ სპეციალისტს. დაახლოებით 5 თვეა რაც ძუძუს შიგნით შევამჩნიე სიმაგრე, ციკლის დროს უფრო იზრდება და მაწუხებს. ძუძუს თავზეც ჩხვლეტის მაგვარი ტკივილი მაქვს. მაინტერესებს ამ შემთხვევაში არსებობს კიბოს საშიშროება? სხვა არანაირი ნიშნები არ არის...
მიმართეთ მამოლოგს. თუ თქვენი ასაკი 40-დან 70 წლამდეა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის სერვისით და ჩაიტაროთ ძუძუს უფასო გამოკვლევები. შესაძლებელია თუ არა ძუძუს სკრინინგი ორსულობის დროს.
არ შეიძლება. ვცხოვრობ რუსთავში, მაქვს მცირე ტკივილი მკერდსა და საშვილოსნოში. შემიძლია თუ არა, მოგმართოთ თქვენ? ვარ 24 წლის.
მიმართეთ მამოლოგსა და გინეკოლოგს. რუსთავში რეგისტრირებული ქალბატონებისთვის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა ჯერჯერობით არ მოქმედებს. არაპროგრამული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 48 17 27 ან 48 17 10 არის თუ არა რეკომენდებული მამოგრაფიის ხელმეორედ ჩატარება 6 თვის შემდეგ. საშიში ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის?
განმეორებითი მამოგრაფია შეგიძლიათ ჩაიტაროთ მამოლოგის რეკომენდაციის შემთხვევაში. ვარ 29 წლის, გათხოვილი. მქონდა ორივე მკერდის ტკივილები. გავესინჯე ექიმს და მითხრა, რომ მქონდა მასტოპათია. მაინტერესებს რამდენად საშიშია და აქვს თუ არ რაიმე გართულება? მინდა შეგეკითხოთ, რატომ არ ხდება 40 წლამდე ქალების უფასო გამოკვლევები მკერდზე, ეს ხომ ძალიან გახშირებულია ახალგაზრდებში?
მუდმივად აკონტროლეთ თქვენი სარძევე ჯირკვლის მდგომარეობა თვითგასინჯვის მეთოდით; ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ქალბატონების ასაკობრივი ჯგუფი საერთაშორისო სტანდარტებით დგინდება. ვცხოვრობ სამცხე-ჯავახეთში, ახლციხეში. უაღრესად დიდი სურვილი მაქვს ჩავიტარო გამოკვლევა, როგორც ძუძუზე ასევე საშვილოსნოზე.
თქვენს რეგიონში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა ჯერჯერობით არ მოქმედებს. მკერდზე გამონაყარი და იღლიაში ჯირკვალი მაქვს. მაინტერესებს თქვენთან თუ შეიძლება გამოკვლევა? საშიშია ეს სიპტომები?
მიმართეთ მამოლოგს. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ძუძუს გამოკვლევები უტარდებათ თბილისში რეგისტრირებულ, 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს. ქიმიოთერაპია მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნის დროს ინიშნება თუ შეიძლება მისი დანიშვნა ფიბრომატოზული წარმონაქმნების ამოკვეთის შემდეგაც?
ყველა პაციენტს ქიმიოთერაპიას ინდივიდუალურად უნიშნავენ. კონსულტაციისთვის მიმართეთ მამოლოგს. ქალაქ რუსთავიდან შეიძლება ჩამოსვლა და მკურნალობა? რამდენი დამიჯდება მკურნალობა?
რუსთავში რეგისტრირებული ქალბატონებისთვის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა ჯერჯერობით არ მოქმედებს. არაპროგრამული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 48 17 27 ან 48 17 10 2 თვეა, მარჯვენა ძუძუში შევამჩნიე ჯირკვლის მსგავსი წარმონაქმნი. ციკლამდე, ერთი კვირით ადრე, ზომაში მატულობს და ოდნავ მტკივა. მაინტერესებს საშიშია თუ არა? 21 წლის ვარ და შეიძლება სკრინინგ ცენტრში ჩავიტარო გამოკვლევა?
მიმართეთ მამოლოგს. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ძუძუს გამოკვლევები უტარდებათ თბილისში მცხოვრებ, 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს . მოგესალმებით, მაინტერესებს, შემიძლია თუ არა ძუძუს სკრინინგი გავიკეთო, თუ არ ვარ 40 წლის? თუ ფასიანია, მაშინ რა ღირს?
სკრინინგის პროგრამა მოიცავს მამოგრაფიულ და ფისკალურ (ხელით გასინჯვა) გამოკვლევებს. ექიმების რეკომენდაციით, მამოგრაფია 40 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის სასურველი არაა, ძუძუს თვითგასინჯვა კი შეგიძლიათ რეგულარულად ჩაიტაროთ ისე როგორც ჩვენს ვებ-გვერდზეა ნაჩვენები. როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?
პროგრამაში მონაწილეობა ხელმისაწვდომია თბილისში მცხოვრები ნებისმიერი ქალბატონისთვის: 40-დან 70 წლამდე – ძუძუს კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლამდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი თუ ეკუთვნით რომელიმე ამ ასაკობრივ ჯგუფს, დარეკეთ ნომრებზე: 48 17 27, 48 17 10, 76 94 14, 76 04 72 და დარეგისტრირით. ამავე დროს შეიტყობთ ვიზიტის თარიღს და იმ კლინიკის მისამართს, სადაც სკრინინგ-ტესტს ჩაგიტარებენ. არის თუ არა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კიბოს პრევენციის საშუალება?
სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები. მათი ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი! რა ნაკლი აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს?
ძალზე იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას, პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა, არ დაფიქსირდეს, ვინაიდან: ზოგჯერ ავთვისებიანი უფრედები ნორმალურისგან ძნელი გასარჩევია; საკვლევი მასალა (ნაცხი) მეტად მცირე რაოდენობის პათოლოგიურ უჯრედს შეიცავს. იმ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდაა დანერგილი, ყოველი 10 ანალიზიდან ერთი გადამოწმებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა: აღმოგაჩნდეთ ინფექცია, რომლის მკურნალობა აუცილებელია, რათა სრულფასოვანი დიაგნოზი დაგისვან; საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთი იყოს დაფარული; ნაცხში საკვლევი უჯრედი ძალიან ცოტა იყოს; საკვლევი მასალა არასათანადოს იყოს მომზადებული; საკვლევი მინა, რომელზეც ნაცხია მოთავსებული, გატყდეს. როგორ მოვემზადოთ Pap ტესტისთვის?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის მომზადებისას გახსოვდეთ: დაუშვებელია Pap ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს. სკრინინგისთვის საუკეთესოა ციკლის შუა პერიოდი; თუ სქესობრივი კონტაქტის დროს დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი გამოიყენეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში Pap ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის - კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნოვთიერებები ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს. როდის არის საჭირო საშვილოსნოს ყელის განმეორებითი კვლევა?
სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, Pap ტესტის საშუალებით გამოკვლეულთა 93,5%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. განმეორებითი გამოკვლევა (ანალიზის გადამოწმება) ექიმმა ქალს მაშინ შეიძლება ურჩიოს, როდესაც ნაცხი არადამაკმაყოფილებელ ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთია დაფარული, ნაცხი არასათანადოდაა აღებული და ა.შ. თუ Pap ტესტის შედეგად განსაზღვრული ცვლილებები (სახეცვლილი უჯრედები) გამოვლინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უთუოდ კიბო გაქვთ - ზოგ შემთხვევაში ასეთი ცვლილება საგანგაშო არ არის, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად გინეკოლოგმა შესაძლოა კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარება გირჩიოთ. როდის უნდა ველოდო Pap ტესტის პასუხს?
Pap ტესტის შედეგს 10 სამუშაო დღის შემდეგ, სკრინინგის ჩატარების ადგილის მიხედვით შეიტყობთ. რა პრინციპით ტარდება Pap ტესტი?
ტექნიკურად Pap ტესტი შემდეგნაირად ხორციელდება: საშვილოსნოს ყელის ე.წ. T (ტრანსფორმაციის, ანუ გარდაქმნის) ზონიდან გინეკოლოგი შპადელით ანუ ფუნჯით იღებს ნაცხს, რომელიც სათანადო წესების დაცვით თავსდება სასაგნე მინაზე და იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის. პროცედურამ, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, შესაძლოა მცირედი სიკომფორტი გამოიწვიოს, რომელიც ნაცხის აღების დასრულებისთანავე უკვალოდ ქრება. თუ შპადელის შეხებისას ტკივილი იგრძენით, უთუოდ აცნობეთ გინეკოლოგს. რატომ არის აუცილებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ყოველგვარი კიბოსწინარე დაავადება და ინფექცია. ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით - ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები. ამდენად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა! რა პრონციპით ხორციელდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრესი მეთოდია Pap ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს. არის თუ არა სკრინინგი ძუძუს კიბოს პრევენციის საშუალება?
სკრინინგი საშუალებას იძლევა, დროულად იქნეს აღმოჩენილი უკვე არსებული ავთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ სამომავლოდ კიბოსგან დაცვას არ უზრუნველყოფს. ძუძუს კიბო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნე, შესაძლოა გაჩნდეს გეგმურ მამოგრაფიულ გასინჯვებს შორის. რა ნაკლი აქვს ძუძუს კიბოს სკრინინგს?
ისევე, როგორც ყველა სხვა სახის გამოკვლევას, მამოგრაფიასაც აქვს რამდენიმე ნაკლი. კერძოდ: ავთვისებიან სიმსივნეთა ზოგიერთი სახეობა ცუდად ჩანს ან სრულებით არ ჩანს რენტგენის ფირზე. რას ნიშნავს პასუხი, რომ მკურნალობა გჭირდებათ?
თუ ექიმმა დაგარწმუნათ, რომ მკურნალობა გჭირდებათ, ნუ შეშფოთდებით. ძუძუს დაავადებათა უმრავლესობას კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ყოველ მათგანს სჭირდება დროული და სწორი მკურნალობა, რისთვისაც ქალმა სკრინინგის პროგრამაში მომუშავე ექიმის რჩევით უნდა მიმართოს სპეციალიზებულ მამოლოგიურ დაწესებულებას, ვინაიდან დაავადების მკურნალობა სცდება სკრინინგის პროგრამის ფარგლებს. პირველ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა ძუძუს კიბოს შემთხვევაშიც კი მეტად შედეგიანია და 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება როგორ მოვემზადოთ მამოგრაფიისთვის?
ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, მხოლოდ გამოკვლევის დღეს შხაპის შემდეგ არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები: კრემი, მისაყრელი პუდრი და დეოდორანტი. დაიმახსოვრეთ: ძუძუს გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს. როდის არის საჭირო ძუძუს განმეორებითი კვლევა?
სტატისტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, მამოგრაფიული კვლევის შემდეგ გამოკვლეულთა 95%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. შესაძლოა, ექიმმა ქალს განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება ურჩიოს, თუ: . მამოგრაფიამ გამოავლინა ცვლილება, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს . ტექნიკური წუნის გამო ფირზე კვლევის შედეგის წაკითხვა შეუძლებელია. თუ მამოგრაფიული კვლევის შედეგად საეჭვო ცვლილებები გამოვლინდა ექიმი დამატებითი კვლევის (ექოსკოპიური კვლევის, ბიოფსიის) ჩატარებას გირჩევთ . თუ სკრინინგმა საეჭვო ცვლილება არ აჩვენა, განმეორებით გამოკვლევა მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ მოგიწევთ. როდის უნდა ველოდოთ ძუძუს გამოკვლევების პასუხს?
მამოგრაფიის დასრულების შემდეგ მამოგრამას (ფირს, რომელზეც სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გამოსახული) ორი ექიმი რადიოლოგი კითხულობს. კვლევის შედეგის მიღებას ქალი 10 სამუშაო დღის შემდეგ შეძლებს. რატომ არის აუცილებელი ძუძუს კიბოს სკრინინგი?
მამოგრაფია ტარდება შიშველ მკერდზე, რომელიც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა სპეციალური აპარატურის ქვეშ. პროცედურა მტკივნეული არ არის. მას თან სდევს უმნიშვნელო დისკომფორტი (ამ შეგრძნებას ქალები ხშირად არტერიული წნევის გაზომვას ადარებენ), რომელიც პროცედურის დროს ჯირკვალზე მცირედი ზეწოლით არის განპირობებული და მამოგრაფიული კვლევის დასრულებისთანავე გაივლის. რა პრინციპით ხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი?
ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება. ძუძუს კიბოს სკრინინგი მეტად ხანმოკლე პროცედურაა. |
||||||||