GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ეროვნულ სკრინინგ ცენტრში




კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა იმ ქალბატონებს უმასპინძლა, რომელთაც კიბოს დამარცხება შეძლეს. ყველა მათგანს ავთვისებიანი სიმსივნე სკრინინგ ცენტრში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა. სკრინინგის პროგრამამ მათ დაავადების დროულად აღმოჩენისა და მისი დამარცხების საშუალება მისცა.

"აქ შეკრებილი ქალბატონები ნათელ მაგალითს წარმოადგენენ იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკრინინგის პროგრმა, რომელიც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინო ავთვისებიანი პათოლოგია და შემდგომ ამ ვერაგი დაავადებისგან განიკურნო," - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ.

სკრინინგის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრი მუდმივად ცდილობს ურთიერთობა არ გაწყვიტოს იმ ქალბატონებთან, რომელთაც სხვადასხვა სიმძიმის ავთვიასებიანი პათოლოგია დაუდგინდათ. სკრინინგ ცენტრის ინიციატივით, მათ "გამარჯვებულ ქალთა კლუბიც" შექნეს, რომელიც სადღეისოდ კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ 500-მდე ქალბატონს აერთიანებს. მათ შორისაა ლია ხვედელიძეც, რომელიც ამბობს: 

"დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენამ, ჩვენ საშუალება მოგვცა მკურნალობა იმ ეტაპზე ჩაგვეტარებინა, როდესაც მისი ეფექტი მაქსიმალურად მაღალია. შედეგად, ჩვენ შევძელით სრულფასოვანი და გამოჯანმრთელებულები დავბრუნებოდით არამარტო ჩვენს ოჯახებს, არამედ საზოგადოებასაც."