GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა




დღეს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობისა და სკრინინგის პროგრამის სპეციფიკა გააცნეს. მათ საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ, გაევლოთ ის პროცედურები და დაკვირვებოდნენ უფასო გამოკვლევების იმ ეტაპებს, რომლებსაც სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს და რომელსაც სრულად აფინანსებს თბილისის მერია; ასევე, დაეთვალიერებინათ ის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც,  სკრინინგის პროგრამის სხვადასხვა საფეხურზე, კიბოს ადრეული დიაგნოსტირების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს ესადაგება.

ამ სტანდარტების შესაბამისად, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უფასოდ ჩაიტარონ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის გამოკვლევები. სკრინინგის პროგრამით ძუძუს გამოკვლევები უფასოა 40-დან 70 წლის ჩათვლით, საშვილოსნოს ყელის - 25-დან 60 წლის ჩათვლით, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის - 50-დან 70 წლის ჩათვლით.

„ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობა, 2008 წლიდან, ძირითადად სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებულ გამოკვლევებზე ფოკუსირდება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელიც კვალიფიციური კადრების დახმარებით 9 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა. ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალი, დიდუბისა და ვარკეთილის ფილიალში, სკრინინგის პროგრამის 4-ვე მიმართულებით, დღეში საშუალოდ 200-მდე გამოკვლევას ატარებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ პროფესიონალიზმს. ამიტომ, ჩვენს მოსახლეობას შეგვიძლია თამამად ვუთხრათ: ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, ენდეთ ჩვენს პროფესიონალიზმს, გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა!“ - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.

ჟურნალისტებს საშეუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმ ქალბატონებს, რომელთაც სკრინინგის პროგრამით ძუძუს კიბოს დამარცხება შეძლეს; დროულად ჩაიტარეს პროფილაქტიკური გამოკვლევები და მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდნენ. ისინი, გაწევრიენებული არიან ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით შექმნილ „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“, რომელიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ 500-მდე ქალს აერთიანებს.

მედიატურის დასასრულს, ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს გადაეცათ ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის სიმბოლოები „სიბრძნის მარგალიტი“, სხვა საჩუქრები და სიგელები სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ხელშეწყობისთვის.