GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ თბილისის მერიის "დაავადებათა სკრინინგის" ქვეპროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით. 

 

ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაფუძნებული დოკუმენტი ითვალისწინებს:  

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებისა და პერსონალისთვის ლექციებისა და პრაქტიკული სემინარების ჩატარებას კიბოს  სკრინინგისა და პრევენციის მნიშვნელობაზე;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პერსონალისთვის დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამაში ორგანიზებულად ჩართვის უზრუნველყოფა-ხელშეწყობას;
  • კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-საკონფერენციო შეხვედრების ერთობლივ ორგანიზებას.

როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ აღნიშნა “ძალზე მნიშვნელოვანია სკრინინგის პროგრამისა და კიბოს პრევენციის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდნენ არამხოლოდ  სასახლის თანამშრომლები, არამედ  აღსაზრდელებიც, რადგან ადრეულ ასკშივე გააცნობიერონ და გამოიმუშავონ ის კულტურა, რომელიც საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვისაა აუცილებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით მემორანდუმის გაფორმება, მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე არ არის გათვლილი“.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთელი გუნდი განათლებულ და ნიჭიერ თაობას გვიზრდის. ამ სიტყვების უკან უდიდესი შრომაა, რომელის იქითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის თქვენ დროს აღარ იტოვებთ. ამიტომ მზად ვართ, თქვენს შეზღუდულ დროზე მორგებული და თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ის უფასო გამოკვლევები, რომლებიც თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამითაა გათვალისწინებული,“ - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.