GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ყირგიზეთში კიბოს სკრინინგის ქართული მოდელის დანერგვას გეგმავენ

თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობისა და სკრინინგის პროგრამის სპეციფიკის გასაცნობად, ყაზახეთიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. მათი სურვილია ყირგიზეთში კიბოს სკრინინგის ქართული მოდელის ადაპტირებული ვარიანტის დანერგვა. ​ამ მიზნით, რამდენიმე დღეა, ყირგიზეთის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის წარმომადგენლები ეროვნულ სკრინინგ ცენტრში შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის წევრებს გააცნეს როგორც მამოგრაფიული სკრინინგისა და ძუძუს ადრეული დიაგნოსტიკის სპეციფიკა, ასევე ბიოფსიის, ჰისტოლოგიისა და ციტოლოგიის თავისებურებები.

 „თქვენი სკრინინგ ცენტრის მუშაობის გასაცნობად საქართველოში ჩამოსვლის იდეა, დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. არჩევანი გვქონდა გავცნობოდით ამერიკულ და ევროპულ მოდელებს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სრულყოფილად ვერ იმუშავებს და ამიტომ ჩვენთვის უფრო მიმზიდველი იყო თქვენი გამოცდილების გაზიარება. საინტერესოა ის, რომ თქვენთან უფასოდ იკვლევთ არა მხოლოდ ძუძუს კიბოს, არამედ საშვილოსნოს ყელის კიბოს, ატარებთ ჰისტოლოგიურ კვლევას. ატარებთ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს და სხვა. ანუ გაქვთ მულტისკრინინგული სისტემა. ასეთი გამოკვლევები კი მოსახლეობის დიდ ნაწილს სჭირდება,“ - განაცხადა ყირგიზეთის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების უფროსმა ანდრეი ალიმკულოვმა.