GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

დედის დღე - ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აქცია




დედის დღეს ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  ერთობლივი აქცია გამართეს და დღესასწაულის აღსანიშნავად, მეტროს მგზავრ ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები, გულსაბნევი "სიბრძნის მარგალიტები" გადასცეს. აქცია მიზნად ისახავდა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას იმ უფასო გამოკვლევების შესახებ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს @თბილისის მერია. 

"სიბრძნის მარგალიტი" ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ასოციაციის ოფიციალური სიმბოლოა და 2008 წლიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენიცის საერთაშორისო კამპანიებში გამოიყენება. ეროვნული სკრინინგ ცენტრი პირველია საქართველოს იმ სამედიინო დაწესებულებათა შორის, რომელსაც დაფუძნებიდან 1 წელიწადში ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ასოციაციის სპეციალური პრიზი "სიბრძნის მარგალიტი" გადაეცა. 2009 წელს, დაჯილდოების ცერემონიაზე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამა სამაგალითოდ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის.

 

"სიბრძნის მარგალიტებთან" ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და თბილისის სატრანსორტო კომპანიის თანამშრომლებმა გაავრცელეს საინფორმაიო-ბეჭდური მასალა იმ უფასო გამოკვლევების შესახებ, რომელსაც დაავადებათა სკრინინგის პროგრამა თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს. 

ეროვნული სკრინინგ ცენტრი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ასეთი სახის ღონისძებებს მომავალშიც გეგმავენ.