GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

სკრინინგის პროგრამის შესახებ SOS ბავშვთა სოფლში ლექცია გაიმართა




დღეს, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა, SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებისთვის, ლექცია გამართა. სოციალურად დაუცველმა დედებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელიც თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.

SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს, ასევე, გადაეცათ საინფორმაციო მასალა კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, სპეციალური მულაჟების დახმარებით, მათ შეისწავლეს ძუძუს თვითგასინჯვისა და კიბოსწინარე დაავადებების სიმპტომების ამოცნობის ის ტექნიკა, რომელიც დაავადების ადრეული გამოვლენისთვისაა მნიშვნელოვანი.