GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები გაეცნენ

23 მარტს, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პედაგოგებისთვის ლექცია გამართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის აღმზრდელებს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ლევან ხოხობაშვილმა მიაწოდა სრული ინფორმაცია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელიც თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.

 

„დაავადებათა სკრინინგის პროგრამას სრულად აფინანსებს თბილისის მერია. შესაბამისად, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ: ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით; საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლის ჩათვლით; პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლის ჩათვლით და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლის ჩათვლით. უფასოა, ასევე სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით და ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით,“ - განაცხადა ლევან ხოხობაშვილმა.

 

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამოლოგმა ნანა ტაბატაძემ ისაუბრა ძუძუს თვითგასინჯვისა და კიბოსწინარე დაავადებების სიმპტომების ამოცნობის იმ ტექნიკაზე, რომელიც დაავადების ადრეული გამოვლენისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ყველამ უნდა იცოდეს იმ რისკებისა და სიმპტომების შესახებ, რომელთა უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიღოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობა, რადგან ადრეული გამოვლენა ნებისმიერი დაავადების და მათ შორის კიბოს დამარცხების საწინდარია,“- განაცხადა ნანა ტაბატაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პედაგოგებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, დაიგეგმა მათი ერთობლივი ვიზიტი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში.

 

დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია, იხილეთ ამ ბმულზე https://goo.gl/B8Acjw