GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პედაგოგებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკლვევები ჩაიტარეს




28 აპრილს, დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებმა ისარგებლეს.

გამოკვლევების ჩატარებამდე, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ინიციატივით, მოხდა პროგრამაში ჩართვის მსურველ პედაგოგთა სიების შედგენა, შეირჩა კონკრეტული დღეები გამოკვლევებისთვის, მოხდა ვიზიტის საათების ოპტიმალური შერჩევა, რათა პედაგოგთა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით მაქსიმალურად ორგანიზებული ყოფილიყო დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევების პროცედურები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ორგანიზებული სკრინინგი, ასევე, დაგეგმილია 2 მაისს. 

ეროვნულ სკრინინგ ცენტრი მომავალშიც მზადაა, ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებისთვის გამოყოს კონკრეტული დღე ან დღეები, რათა მათი თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები. კერძოდ, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ: 
  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით; 
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით;
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით; 
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით.