GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

პროფესორ რემა ღვამიჩავას გაცილება




ეროვნული სრკინინგ ცენტრის თანამშრომლებმა, პროფესორ რემა ღვამიჩავას გაცილება მოუწყვეს. რემა ღვამიჩავა, დაფუძნების დღიდან, 2008 წლიდან, იკავებდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის თანამდებობას და სხვა მრავალ პიროვნულ თუ პროფესიულ მიღწევასთან ერთად, მის სახელთან ასოცირდება კიბოს სკრინინგის პროგრამის განვითარებაც.



პროფესორმა რემა ღვამიჩავამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს თანადგომისთვის და აღნიშნა: „თქვენი პროფესიული და პროფესიონალური თანადგომის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა იმ აღიარების მოპოვება, რომელიც კიბოს სკრინინგის პროგრამას არაერთხელ დაუმსახურებია საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე; შეუძლებელი იქნებოდა იმ მსოფლიო სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რომელზეც დღეს კიბოს სკრინინგის ქართული მოდელი დგას და შეუძლებელი იქნებოდა ისეთი განუზომელი სამეცნიერო და პრაქტიკული სამედიცინო  გამოცდილების დაგროვება, რომელიც კიბოს სკრინინგის მიმართულებით უფრო მეტი წინსვლისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

ამაყი ვარ იმით, რომ შემიძლია ვთქვა - კიბოს სკრინინგი, როგორც მედიცინის დარგი, საქართველოში შედგა და წარმატებით ვითარდება დღემდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის მესვეურები და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ყველაფერს იღონებენ, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სკრინინგის პროგრამით მოცვის გაზრდა“.


ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებმა, პროფესორ რემა ღვამიჩავას გააცნეს მადლობის წერილი, რომელშიც ნათქვამია:

ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები მადლობას გიხდით იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ გაეცით სკრინინგ ცენტრის განვითარებისთვის. თქვენს სახელთან არის დაკავშირებული ეროვნული სკრინინგ  ცენტრის დაარსება და თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებით მისი შემდგომი წარმატებული მუშაობა.

ბატონო რემა, თქვენ იყავით და მომავალშიც იქნებით ჩვენთვის მეგობარიც და დამრიგებელიც. მადლობას გიხდით იმ დადებითი განწყობისთვის, რაც თან ახლდა თითოეულ თქვენს გამოჩენას. მადლობას გიხდით იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაეცით თითოეული ჩვენთაგანის მიმართ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და უამრავ წარმატებას პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში“.

გაცილების საღამოსთვის ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებმა შექმნეს პროფესორ რემა ღვამიჩავას საქმიანობის ამსახველი სლაიდშოუ და ფასდაუდებელი სამსახურისთვის გადასცეს სიგელი, რომელზეც თითოეულმა მათგანმა მადლობისა და სურვილების მინაწერი გააკეთა.

გაცილების საღამო სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

პროფესორი რემა ღვამიჩავა არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე, ევროპის ონკოლოგთა სკოლის საერთაშორისო ექსპერტი კიბოს პრევენციისა და ქირურგიული ონკოლოგიის საკითხებში, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის მფლობელი და დღეს, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (პროფ. ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი)  დირექტორის თანამდებობას იკავებს.