GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა. აქცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიის ნაწილია და ხორციელდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

„ძუძუს კიბოს დამარცხება შესაძლებელია და ჩვენი მიზანია, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ავთვისებიანი პათოლოგიების თავიდან აცილების გზებზე; ხელი შევუწყოთ სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციას; ყველას მივაწვდინოთ მთავარი გზავნილი, რომ კიბოს თავიდან აცილების საუკეთესო გზა ადრეული დიაგნოსტიკაა და რომ ამის საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს სკრინინგის პროგრამებით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები აძლევს,“ - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიდევ აქვს დაგეგმილი რამდენიმე საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც დაეთმობა არა მხოლოდ ძუძუს, არამედ სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენციის თემას.

„აღსანიშნავია, რომ კიბოს პრევენციის სერვისები ბევრ ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის, საქართველოს მოქლაქეებს კი საშუალება აქვთ სკრინინგის პროგრამებით უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით; საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25-დან 60  წლის ჩათვლით; პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70  წლის ჩათვლით და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50 - დან 70  წლის ჩათვლით. მათთვის სასურველ კვლევაზე და ფილიალში ჩასაწერად კი უნდა დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე (032) 220 35 35,“ - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგმა, კეატერინე შველიძემ.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ანძა 2 ოქტომბერსაც ვარდისფერი იქნება.

ეროვნული სკრინინგ ცენტრი კიბოს პრევენციის უფასო პროგრამების მიმწოდებელია 2008 წლიდან. დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.