GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

რიყის პარკში ვარდისფერი ყვავილებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო შეიქმნა




რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვისჯგუფის მხარდაჭერით, თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ვარდისფერი ყვავილებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო შექმნეს.

„ეს აქცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიის ნაწილია და მიმართულია ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. ვარდისფერი ბაფთა კი ამ კამპანიის განუყოფელი ნაწილია მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.




ოქტომბერში, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები სხვადასხვა სახის „ვარდისფერ აქციებს“ მართავენ. მათი მიზანია, მეტი ინფორმაცია მაწოდონ საზოგადოებას ავთვისებიანი დაავადების თავიდან აცილების გზების შესახებ; ხელი შეუწყონ სტიგმის დაძლევასა და სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციას.

„ძუძუს და სხვა ლოკალიზაციების კობოს თავიდან ასაცლილებლად უმნიშვნელოვანესია სკრინინგის კულტურის ადრეულ ასაკშივე დანერგვა. ამიტომაც, ამგვარ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა პრიორიტეტულია. ამავდროულად, ისინი დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციასაც ასრულებენ და შეუძლიათ უბიძგონ მშობლებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ჩაიტარონ სკრინინგის პროგრამებით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები,“ - ამბობს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ეთერ კიღურაძე.


„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიდევ აქვს დაგეგმილი რამდენიმე საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც დაეთმობა არა მხოლოდ ძუძუს, არამედ სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენციის თემას.