GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ესტუმრა

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ესტუმრა ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი იუკია ამანო ესტუმრა და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას ადგილზე გაეცნო.

იუკია ამანომ სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძისა და სამედიცინო სამსახურის უფროსის თამარ სხირტლაძისგან მიიღო ინფორმაცია ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, სკრინინგის პროგრამებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. თავის მხრივ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების თვალსაზრისით მხარდაჭრა აღუთქვა.

„სიმენსის“ ფირმის ახალი მამოგრაფი ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საჩუქრად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გადასცა. ტექნიკის გადაცემასთან ერთად, სააგენტომ „სიმენსის“ სპეციალისტების დახმარებით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში რადიოლოგებისა და მამოგრაფერების გადამზადება უზრუნველყო.

სკრინინგ ცენტრში იუკია ამანოსთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდნენ. ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გამოკვლევები სრულად ფინანსდება.