GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

კამპანია სკრინინგის პროგრამებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდა და ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო. სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ცენტრში გახსნილი ახალი სამედიცინო აპარატურა დაათვალიერებინა და მიმდინარე პროგრამებსა და სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე სკრინინგ ცენტრის დირექტორმა სკრინინგის პროგრამის მეტი ეფექტიანობისათვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა და ამ მხრივ, მოსახლეობის დროული მომართვიანობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ გიორგი ბირბიჩაძემ სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებით ცენტრის დირექციას საკუთარი მოსაზრებები გააცნო და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვაზე ისაუბრა.