GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

სკრინინგის მუნიციპალური პროგრამების შესახებ აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს ინფორმაცია მიეწოდათ


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო დღეს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის N175, N173, N39, N177, N207 საჯარო სკოლებში მოწყობილი საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს სასმელი წყალი და სკრინინგის უფასო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბეჭდური მასალა დაურიგეს.

აქციაზე განსაკუთრებულად დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: სკრინინგის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასაკობრივი კრიტერიუმები, რამდენად ვრცელდება აღნიშნული პროგრამა რეგიონში რეგისტრირებულთათვის, პროგრამაში ჩართვისა და გამოკვლევების ჩასატარებლად მოსამზადებელი პროცედურები და ადრეული დიაგნოსტიკის უპირატესობები.

აქცია მიმართულია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე ცნობიერების ამაღლებისკენ და იმ უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიზანია ადრეული დიაგნოსტიკის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.