GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

სლოვენიელმა სპეციალისტებმა სკრინინგ ცენტრის ექიმებმა ძუძუს კიბოს სკრინინგის კურსი ჩაატარეს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი - სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიული გამოსახულების ხარისხი და უსაფრთხოება (National Training Course on Quality and Safety in Breast Imaging)  ჩატარდა. სატრენინგო კურსი ჩაატარეს სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელმა და წამყვანმა რადიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მაქსიმილიან კადივეცმა, სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, რადიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა  ქრისტინა ჰერტლიმ, რადიოგრაფერმა, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერმა ვერონიკა კუტნარმა.

ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვალემა მაქსიმილიან კადივეცმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილიმა და დავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა “დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის “ სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა ლიანა მგალობლიშვილმა.  გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თავის მხრივ სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ  ხარისხის კონტროლზე, განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭრა აღუთქვეს.


ტრენინგზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა სლოვენიაში დანერგილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.  ერთკვირიანი კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და მიზნად ისახავდა სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე, ევროპული, კერძოდ, სლოვენიური სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელი, ხარისხის კონტროლი, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფსიქოლოგიური ასპექტები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ინტერვალური კიბო, ძუძუს იმპლანტების პოზიციონირება  და სხვა.

კურსის ფარგლებში სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ყველა ფილიალი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ახალი თაობის მამოგრაფების მუშაობას  და პრაქტიკული მეცადინეობები  ჩაატარეს ცენტრის ფილიალებში.