GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

დიდუბის რაიონის გამგეობაში სკრინინგის პროგრამების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან - „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებში საინფორმაციო აქცია დაიწყო, რომელიც მიმართულია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა დიდუბის რაიონის გამგეობაში გაიმართა, სადაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა  ეთერ კიღურაძემ  დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან სკრინინგ ცენტრის საქმიანობისა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ყველა იმ კომპონენტის შესახებ გამართა პრეზენტაცია,   რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.

ეთერ კიღურაძემ ყურადღება გაამახვილა  სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე,   მომართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე ინტერესი გამოხატეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:  სკრინინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, სკრინინგისთვის მოსამზადებელი პროცედურები, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასაკობრივი კრიტერიუმების დადგენა.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიზანია ადრეული გამოვლენის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.