GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის ხელშესაწყობად თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის ხელშეწყობის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

უკვე მეორე წელია, რაც მხარეები თანამშრომლობენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელის დახვეწისათვის, რაც პილოტირების დასრულების და შეფასების შემდეგ მთელ ქვეყანაში გავრცელდება. კიბოს ორგანიზებულ სკრინინგზე გადასვლა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კიბოს სკრინინგის პროგრამის ეფექტურობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად.

მემორანდუმის თანახმად ხელისმომწერი მხარეები შესაბამის პასუხისმგებლობებს იღებენ და მზადყოფნას აცხადებენ ხელი შეუწყონ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის განხორციელებას.

ურთიერთაგების მეომორანდუმის შეთანხმების ძირითადი საკითხებია: საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის წარმატებული პილოტური მოდელის ქვეყნის მასშტაბით განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მისი წარმატებული ინტეგრაციის სტრატეგიების მომზადება; სკრინინგის პილოტურ პროექტებთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პილოტური პროექტების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ტრენინგის ხელშეწყობა; საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროექტების განხორციელების ტექნიკური ხელშეწყობა გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და თბილისში.