GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის მორიგი წარმატება




ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ “ASIAN PACIFIC  JOURNAL OF CANCER PREVENTION’’-ის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად აირჩიეს, რასაც აზიისა წყნარი ოკეანის ქვეყნების კიბოს პრევენციის ორგანიზაციასთან (APOCP) მრავალწლიანი თანამშრომლობა უძღოდა წინ და მოიცავდა კიბოს სკრინინგის პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოების სხვადასხვა სამეცნიერო ასპექტებს. შესაბამისად, APOCP-ის გადაწყვეტილება, საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად საქართველოს წარმომადგენელი აერჩია,  არა მხოლოდ რემა ღვამიჩავას, არამედ ეროვნული სკრინინგ ცენტრის გუნდის და სკრინინგის პროგრამის ქართული მოდელის წარმატებაა.   

გარდა იმისა, რომ ჟურნალი არის აზიის  და წყნარი ოკეანის ქვეყნების კიბოს პრევენციის  საერთაშორისო  ორგანიზაციის (APOCP) ოფიციალური სამეცნიერო გამოცემა, ის ასევე წარმოადგენს  კიბოს რეგისტრის საერთაშორისო ასოციაციისა (International Association of Cancer Registries - IACR)  და კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების (Union for International Cancer Control - UICC)  აზიის რეგიონალური ოფისის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს; ვრცელდება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და  დიდი პოპულარობით სარგებლობს სამეცნიერო წრეებში, რადგან შეიცავს კვლევებს არა მხოლოდ აზიის რეგიონიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან შეკრებილ სამეცნიერო სიახლეებს კიბოს შესახებ.

2000 წელს დაფუძნებული აზიისა  და წყნარი ოკეანის ქვეყნების კიბოს პრევენციის ორგანიზაციის (APOCP) ერთ-ერთი მიზანი კიბოს სკრინინგის პროგრამების ხელშეწყობაა და ამ მიზნის გარშემო 30-ზე მეტ წევრ ქვეყანას აერთიანებს. შესაბამისად, მათი აღიარება, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გუნდს მეტ შესაძლებლობას აძლევს, რათა მოახდინონ კიბოს სკრინინგის პროგრამის სამეცნიერო სინქრონიზაცია ახალ სამედიცინო გამოწვევებთან.

იხ. ბმული http://journal.waocp.org/