GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე დაიწყო

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენრის მიერ ორგანიზებულ აქციას - „შვილები- მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ - პირველები სამედიცინო უნივერტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. აქციაში ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის მესამე კურსის სტუდენტებმა, მე-6, მე-7 და მე-8 ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ვარდისფერი სიმბოლოებით მომავალმა ექიმებმა მხარი დაუჭირეს „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციას. საკუთარი ხელით შექმნილი სლოგანებით კი დედებს, ბებიებსა და ახლობლებს შეახსენეს ადრეული დიაგნოსტიკისა და ძუძუს სკრინინგული გამოკვლევის მნიშვნელობა.

ოქტომბერი მთელს მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული. ოქტომბერში სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერტეტები, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები, სამთავრობო დაწესებულებები „ვარდისფერი აქციებით“ გამოხატავენ მხარდაჭერას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

„ვარდისფერი“ ოქტომბრის აქცია, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გადამდებია. შენც შეიტანე წვლილი ათასობით ადამიანის გადარჩენის საქმეში და შემოგვიერთდი! ჰეშთეგებით

#დავამარცხოთძუძუსკიბო
#ჩაიტარემამოგრაფია
#შვილებიმშობლებითვის

ატვირთე შენს გვერდზე ფოტო ან ვიდეო-მიმართვა, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლოს, ვარდისფერი ბაფთით ან სხვა ვარდისფერი დეტალით. ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო !