GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე დაიწყო. დღეს, 1 ოქტომბერს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ აქციას შეუერთდნენ. ცენტრის პერსონალმა ვარდისფერი სიმბოლოებითა და საკუთარი ხელით შექმნილი სლოგანებით ხაზი გაუსვეს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და სკრინინგული გამოკვლევების აუცილებლობას.  

ოქტომბერი მთელს მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული. ოქტომბერში სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერტეტები, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები, სამთავრობო დაწესებულებები „ვარდისფერი აქციებით“ გამოხატავენ მხარდაჭერას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.