GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

შეხვედრა ბრტყელტერფიანობის სკრინინგის თაობაზე ბაღების დირექტორებთან




უკვე ორი დღეა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილისის ბაგა- ბაღების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები იმართება. შეხვედრის მიზანია ბრტყელტერფიანობის სკრინინგის პროგრამის შესახებ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელთა ინფორმირება და სამომავლოდ, სკოლამდელ დაწესებულებებში, ბრტყელტერფიანობის სკრინინგის პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური დეტალების შეთანხმება. ასევე, პროგრამის ორგანიზებულად განხორციელების ვადებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.

ნოემბრიდან, ბრტყელტერფიანობის სკრინინგის ბაგა-ბაღებში ორგანიზებულად განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. ბრტყელტერფიანობის სკრინინგი უფასოა 4-დან 15 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებული ბავშვთა და მოზარდთათვის. ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ თბილისის 6 რაიონის -ბაგა-ბაღების დირექტორს მიეწოდა. მომდევნო დღეებში, სულ, ამ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, თბილისის 165-ვე სკოლამდელი დაწესებულების დირექტორებთანაა შეხვედრა დაგეგმილი.

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვის ფარგლებში, ბაგა-ბაღების დირექტორები „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციას შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ( ა. წერეთლის გამზ. N69–სა და კალოუბნის ქ. N12–ში.) ბრტყელტერფიანობისა და სკოლიოზის სკრინინგული უფასო გამოკვლევების ჩატარებაა შესაძლებელი.

შეგახსნებთ, რომ სკოლიოზის სკრინინგი უფასოა 10–დან 18 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. 
ბრტყელტერფიანობის სკრინინგი უფასოა 4–დან 15 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის;
ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 220-35-35.