GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში აქცია „შვილები მშობლებისთვის - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ გაიმართა




18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვის ფარგლებში, გაიმართა სტუდენტების აქცია "შვილები მშობლებისთვის - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ".

თსუ სტუდენტები აქციაში ძუძუს კიბოსთან ასოცირებული ვარდისფერი ელემენტების გამოყენებით ჩაერთვნენ; ვარდისფერ ფურცლებზე შექმნეს მესიჯები სოციალური მედიაში გასავრცელებლად და ცაში გაუშვეს ვარდისფერი ბუშტები;



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მშობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამიტომ  ნებისმიერ ასეთ აქციაში მონაწილეობას მივესალმებით. ჩვენ მიერ შექმნილი მესიჯებითა და გზავნილებით მოვუწოდებთ ყველა ქალბატონს, დედებს, დებს, ბებიებს, ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევები. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი  ჯანმრთელობისთვის არამედ ჩვენთვის, შვილებისთვისაც,“ - განაცხადეს თსუ სტუდენტებმა.



ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „ვარდისფერი აქციებით გამოხატავენ მხარდაჭერას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.  საქართველოში კი ძუძუს კიბოსთან ბრძოლა  მიმდინარეობს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩაიტარონ  სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები. კერძოდ, ძუძუს გამოკვლევა უფასოა 40-70 წლის ქალბატონებში, საშვილოსნოს ყელისა  - 25-60 წლის, ხოლო მსხვილი ნაწლავისა და პროტატის უფასო გამოკვლევები 50-70 წლის ასაკში. 

სკრინინგის პროგრამა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით ხორციელდება.