GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

კიბოს მკურნალობის ინოვატორული მეთოდი, რომელიც ქართველ ექიმებს ეკუთვნით და



ოქტომბრის დასაწყისში კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა ექიმებმა კიბოს მკურნალობის ინოვატორული მეთოდი წარმოადგინეს. 

სამეცნიერო ჯგუფი დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდის შემუშავებაზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს. მათთან ერთად კვლევებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ რაიერსონის უნივერსიტეტი (კანადა), მორფოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო) და ორგანიზაცია “ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერი” (გერმანია).

“ამერიკის ხმა”  ესაუბრა თბილისში პროფესორ რემა ღვამიჩავას, ონკოლოგს, რომელიც ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებას და არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. პროფესორი ღვამიჩავა ამბობს, რომ მისი დაკვირვებითაც მეთოდი უსაფრთხოა და ამასთან რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: პირველ რიგში, პრეპარატი არ არის რადიოაქტიური. გარდა ამისა, იძლევა გაცილებით უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რაც გამოცდილი ონკოლოგის თქმით, მკურნალობის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას ქმნის.

რაც შეეხება მკურნალობას: “ამ მაგნეტიტის ნანო-ნაწილაკებს, აქვს ერთიძალიან კარგი თვისებასპეციალურად შერჩეული პარამეტრების მქონეელექტრო-მაგნიტურ ველში მოხვედრისას, ნანო-ნაწილაკები ილექებიანმხოლოდ ლიმფურ კვანძებში. ისინი იწყებენ თვითგახურებას...შესაბამისად, როცა ჩვენ ლოკალურად ვაღწევთ მაღალ ჰიპერთერმიას,ჩვეულებრივი, მარტივი, გასაგები ცილის ბუნებიდან გამომდინარე, ესუბანი განიცდის ნეკროზს, ანუ თვითლიკვიდაციას” - ამბობს ონკოლოგი რემა ღვამიჩავა. მისი თქმით, ამ ტიპის თერაპია არ გამორიცხავს კიბოს მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს. შესაძლებელია მისი დანერგვა როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის პარალელურად, რაც ამ მეთოდების ეფექტურობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ვრცლად სტატსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე