GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში აქციას „შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ შეუერთდა.  
სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია ძუძუს კიბოს შესახებ. ლექცია ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ მედიცინის დოქტორმა, რადიოლოგმა ეკატერინე შველიძემ წაიკითხა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალბატონი,  "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" წევრი ნინო ცალუღელაშვილი, რომელმაც სტუდენტებს  კიბოსთან ბრძოლის საკუთარი ისტორია უამბო. ლექციის ბოლოს სტუდენტებმა ვარდისფერ ფურცლებზე შექმნილი მესიჯებით ხაზი გაუსვეს ადრეული დიგნოსტიკისა და სკრინინგული გამოკვლევების მნიშვნელობას.