GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

"ვარდისფერი ოქტომბერი" დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქციას „შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ შეუერთდა.

სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია ძუძუს კიბოსა და მამოგრაფიის შესახებ. ლექცია რადიოლოგმა თამარ ჩარკვიანმა წაიკითხა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალბატონი,  "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" წევრი ლიკა ხვედელიძე, რომელმაც სტუდენტებს  კიბოსთან ბრძოლის საკუთარი ისტორია უამბო. ლექციის ბოლოს სტუდენტებმა ვარდისფერ ფურცლებზე შექმნილი მესიჯებით ხაზი გაუსვეს ადრეული დიგნოსტიკისა და სკრინინგული გამოკვლევების მნიშვნელობას. სამედიცინო პროფილის სტუდენტებს, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მხარდაჭერისთვის სტუდენტებს სიგელები გადაეცათ.







\