GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის!





კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის! - ამ სათაურით ჟურნალი Georgia Today საქართველოში კიბოს სკრინინგის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ამ სტატიის მოკლე ვერსიას, სრული სახით მისი გაცნობა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, თუ მისი დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე მოხდება, მისი აღმოჩენა კი ჯანრთელობის რეგულარული კონტროლითაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი თავს ჯანმრთელად მიიჩნევს, მას აუცილებლად სჭირდება სკრინინგული გამოკვლევა. ზუსტად ესაა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა, რომელიც თამაშობს გადამწყვეტ როლს კიბოს პრევენციის საქმეში. სკრინინგი ახალი ხილი არ გახლავთ.
 
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის სკრინინგის პროგრმა საქართველოში 2008 წლიდან ხორციელდება. მნიშვნელოვანია ის, რომ უფასოა სხვადასხვა მიზნორივი ასაკობრივი ჯგუფებისთვის.“ სამედიცინო სერვისების მოსახლეობისთვის უფასოდ მიწოდებას თბილისში ქ.თბილისის მერია უზრუნველყოფს, ხოლო რეგიონებში ხარჯი ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარება.
 
„მას შემდეგ რაც პროგრამა დაიწყო ქვეყანაში, ადრეული პათოლოგიების გამოვლენის რიცხვი გაიზარდა. ეს არ ნიშნავს რომ გაიზარდა კიბოს დიაგოზის მქონე პაციენტების რიცხვი, პირიქით სკრინიგის პროგრამაზე ხელმისაწვდომობამ გაზარდა ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილ კიბოს შემთხევავთა რიცხვი, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 8% იღებს მონაწილეობას საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამაში. ეს მიზერული სტატისტიკაა, იმ ქვეყნებთან შედარებით როგორიცაა საფრანგეთი, სადაც გამოკვლეული პაციენტები რიცხვი 72 % შეადგენს. ნიდერლანდებში -76 %, ჩეხეთში- 60% ,ხოლო პოლონეთში კი სკრინინგის პროგრამაში ჩართული პაციენტების რიცხვი 47 % აღწევს.
 
თუმცა, კარგი ამბავი არის ის, რომ ახალი სკრინკინგ ცენტრი ზუგდიდში გაიხსნება. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია კარიტასის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. ახალი ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველაზე თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. "ეს იქნება ყველაზე თანამედროვე სკრინინგ ცენტრი საქართველოში და გპირდებით, რომ ის გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს",-განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დერექტორმა რემა ღვამიჩავამ.