GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

"მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"- 2016

დღეს კუს ტბაზე, "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა. მარათონის ორგანიზატორი ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი ჰერაა, ხოლო მხარდამჭერები -შრომის ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ქ.თბილისის მერია და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.

მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად უკვე მეთერთმეტედ იმართება საქართველოში. ეროვნული სკრინინგ ცენტრი 2008 წლიდან მისი საპატიო პარტნიორია.

მარათონის მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, სკრინიგული გამოკვლევებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციაა.

მარათონს, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა "გამარჯვებულ ქალთა კლუბი" - ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ ქალთა გაერთიანება. ქალბატონებმა ვარდისფერი მაისურებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძუძუს კიბოს დამარცხება შესაძლებელია. კლუბის წევრთა უმეტესობამ, ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა და დამარცხება სკრინინგის პროგრამის წყალობით შეძლო, რომელსაც თბილისის მერია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აფინანსებენ და მხარს უჭერს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).