GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ლონდონში სკრინინგის პროგრამის ქართული მოდელი განვითარებადი ქვეყნებისთვის სამაგალითოდ აღიარეს

3 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ლონდონში 29-ედ გაიმართა „საქართველოს დღის“ (Georgian Studies Day) ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო „ჯანდაცვა საქართველოში“. ამჯერად, „საქართველოს დღის“  მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სისტემებისა და სახელმწიფო პროგრამების საერთაშორისო საზოგადოებითვის გაცნობა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონტაქტების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.



ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზებული იყო  დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და „საქართველოს დღის“ ფორმატის  თანადამაარსებლის, თამარ დრაგაძის, ასვევე უესტმინსტერის უნივერსიტეტის მიერ, განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობის ძირითადი ასპექტები.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ, „საქართველოს დღის“ ყოველწლიურ ღონისძიებაზე   ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულ ხასიათსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე, დაავადებათა კონტროლის მექანიზმების 20 წლიან წარმატებაზე საქართველოში.



მნიშვნელოვანი იყო ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის, პროფესორ რემა ღვამიჩავას მოხსენება „კიბოს სკრინინგის პროგრამა  საქართველოში“, რომლის   შეფასებამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს დინამიურად მზარდი მხარდაჭერა აღნიშნული პროგრამის მიმართ. დამსწრე საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურა წარმატებით განხორციელებულმა სკრინინგის პროგრამამ, რომელიც სამაგალითო მოდელად იქნა მიჩნეული განვითარების გზაზე მდგომი ქვეყნებისთვის.



4 ნოემბერს, საქართველოს ელჩი  გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში თამარ ბერუჩაშვილი და   ქართველი მედიკოსები, პროფესორები ამირან გამყრელიძე და რემა ღვამიჩავა  ოფიციალური ვიზიტით მიწვეულები იყვნენ მედიცინის სფეროში გაერთიანებული სამეფოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი და უმსხვილესი საგამომცემლო სახლის "British Medical Journal"-ისა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს აღმასრულებელი სააგენტოს ("Public Health England") ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე, რომელიც ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სათავო ოფისში გაიმართა.



"British Medical Journal"-თან დაწყებულია პროფესიული გადამზადებისა და განვითარების სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაიგეგმა საბაზისო საგანმანათლებლო კურსების ქართულ ენაზე გადათარგმნის უზრუნველყოფაც.



ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალი (BMJ) სამედიცინო ჟურნალია, რომლის გამოცემაც გაერთიანებულ სამეფოში 170 წლის წინ დაიწყო. ჟურნალი  გლობალური ბრენდია, რომელიც მთელს მსოფლიოში ვრცელდება. ის დახმარებას უწევს სამედიცინო ორგანიზაციებს და ასევე ექიმებს ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე კრიტიკული გამოწვევების დაძლევაში.  ჟურნალში ქვეყნდება  უახლესი, თანამედროვე აკადემიური კვლევები, რომელიც  ხელს უწყობს  მსოფლიოში სამედიცინო სფეროს განვითარებას.