GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინგ ცენტრი აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ჯანმრთელობის დღეს“ უერთდება

ეროვნული სკრინინგ ცენტრი აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ჯანმრთელობის დღეს“ შეურთდა და დიპლომატური მისიის თანამშრომლებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები ჩაუტარა.

„ჯანმრთელობის დღეს" ამერიკის საელჩო ყოველწლიურად მართავს და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად თანამშრომლების მობილიზებას ახდენს. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და „C”- ჰეპატიტის გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას თბილისში სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია, ხოლო რეგიონებში - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. პროგრამის მხარდამჭერია გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).

US Embassy Tbilisi, Georgia