GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ბრტყელტერფიანობის გასვლითი სკრინინგული გამოკვლევები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაიწყო

დღეს, ეროვნულმა სკრინიგ ცენტრმა გასვლითი, ორგანიზებული ორთოპედიული სკრინიგი დაიწყო. ორთოპედებმა პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ბრტყელტერფიანობის სკრინინგული გამოკვლევა ჩაუტარეს. 

სკოლიოზის სკრინინგი უფასოა - 10–დან 18 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებულ პირთათვის;

ბრტყელტერფიანობის სკრინინგი უფასოა 4–დან 15 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებულ პირთათვის.

დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 032 2-20-35-35 და ჩაეწერეთ.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას თბილისში სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია. ბრტყელტერფიანობისა და სკოლიოზის სკრინინგი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება. გასვლითი სკრინინგული გამოკვლევები საბავშვო ბაღებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით მიმდინარეობს.