GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა

თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ: 
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლის PSA კვლევის შემდეგ, ექიმი, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ; 2017 წლის 1 იანვრიდან, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებას სრულად მიიღებს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, სადაც ჩაიტარებს პირველ კვლევას.  

რა არის PSA ტესტი?

PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შეიძლება მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა ეს მატება სხვა მიზეზითაც  შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგ. პროსტატის ჯირკვლის გადიდებით, პროსტატიტით და საშარდე გზების ინფექციით).

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:
გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით), გაძნელებული შარდვა ან შარდვის გახანგრძლივება, ტკივილი შარდვის დროს.


ამ სიმპტომების არსებობა, ხშირად, არ ნიშნავს რომ კიბო გაქვთ. თუმცა პროსტატის კიბო, ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და, რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია გამოკვლევა (PSA ტესტი) დროულად ჩაიტაროთ. დროული გამოვლენის შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობაა შესაძლებელი.

როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?

დარეკეთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:
დიდუბე, აკ.წერეთლის 69;
ვარკეთილი, კალოუბნის 12.