GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამა

თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ: 
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT) და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. კოლორექტული კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ; 2017 წლის 1 იანვრიდან, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებას სრულად მიიღებს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, სადაც ჩაიტარებს პირველ კვლევას. 
რა დანიშნულება აქვს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს?

უჯრედების შეჯგუფება მსხვილ ნაწლავში, ზოგჯერ პოლიპებს წარმოქმნიან და წლების განმავლობაში  ეს პოლიპები შესაძლოა კიბოდ გადაგვარდნენ. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავისკიბოს ახასიათებთ სისხლდენა, სკრინინგ-ტესტს კი შეუძლია სისხლის ყველაზე უმნიშვნელო შემცველობა გამოავლინოს განავალში.

რა არის კოლონოსკოპია?

თუ სკრინინგ-ტესტმა სისხლდენა გამოავლინა, აუცილებელია კოლონოსკოპია ჩაიტაროთ.  კოლონოსკოპიით ხდება მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის დათვალიერება. გამოკვლევის ეს მეთოდი გამოავლენს პოლიპებსაც. პოლიპი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა შეიძლება კიბოდ გარდაიქმნეს. პოლიპების მოშორება მნიშვნელოვნად ამცირებს  მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ
 გაქვთ  დარღვეული კუჭის მოქმედება, განსაკუთრებით გახშირებული მოქმედება ან ფაღარათი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში; სისხლდენა უკანა ტანიდან რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში.


როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?

დარეკეთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:
დიდუბე, აკ.წერეთლის 69;
ვარკეთილი, კალოუბნის 12.