GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა

გთხოვთ, გულდასმით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, რადგან სკრინინგის პროგრამა მცირედით განსხვავდება თბილისში და რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 3 წელიწადში ერთხელთუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლპოსკოპიაც (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლპოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება სამ წელიწადში ერთხელ;

რა არის PAP-ტესტი და კოლპოსკოპია?

Pap ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს. კოლპოსკოპია კი - საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა. ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კი, კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი!

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,
ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან  სისხლდენა  იქნება  ეს,  სხვა  სახის პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა.


როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?

დარეკეთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:

დიდუბე, აკ.წერეთლის 69; 
ვარკეთილი, კალოუბნის 12.