GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა

თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ: 
  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ; საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ მამოგრაფია, და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ2017 წლის 1 იანვრიდან, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებას სრულად მიიღებს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, სადაც ჩაიტარებს პირველ კვლევას. 

რა არის მამოგრაფია?

მამოგრაფია გულისხმობს  სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღმოაჩენთ: სიმსივნურ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში, ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს, ლიმონის ქერქისებურ კანს, ძუძუს კანის შეჭმუხვნას, უჩვეულო ტკივილს ძუძუში, წვას და სიწითლეს დვრილის არეში, დვრილის ჩაბრუნებას, სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან.

როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?

დარეკეთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:
დიდუბე, აკ.წერეთლის 69;
ვარკეთილი, კალოუბნის 12.