GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

უფასო გამოკვლევები

თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ: 
  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ; საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ მამოგრაფია, და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ პაპ-ტესტი/გინეკოლოგის გასინჯვა და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ; 
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. შენიშვნათბილისში რეგისტრირებული მოსარგებლის PSA კვლევის შემდეგ, ექიმი, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ; 
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიუ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT) და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. კოლორექტული კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ
  • სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით;
  • ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით. 
2017 წლის 1 იანვრიდან, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებას სრულად მიიღებს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, სადაც ჩაიტარებს პირველ კვლევას. 

რეგიონში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაავადებათა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ: 
  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიას და მამოლოგის გასინჯვას; საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიას.
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს გინეკოლოგის გასინჯვას; პაპ–ტესტის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში - კოლპოსკოპიას; საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და მორფოლოგიურ კვლევას. 
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და მორფოლოგიურ კვლევას.
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას.

დარეკეთ ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ!

სკრინინგის პროგრამა ხორციელდება თბილისის მერიისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით.

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!

იხილეთ ჩამონათვალი იმ სამედიცინო დაწესებულებებისა, სადაც სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები ტარდება თბილისში ან რეგიონებში.