GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

უფასო გამოკვლევები

გთხოვთ, გულდასმით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, რადგან სკრინინგის პროგრამა მცირედით განსხვავდება თბილისში და რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ; საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ მამოგრაფია, და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ;
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ პაპ-ტესტი და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ;
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლის PSA კვლევის შემდეგ, ექიმი სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ;
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლონოსკოპიის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT) და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. კოლორექტული კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ;
  • სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით;
  • ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით.

2017 წლის 1 იანვრიდან, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებას სრულად მიიღებს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, სადაც ჩაიტარებს პირველ კვლევას.


რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევასა და მამოლოგიურ გასინჯვას. საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, ასევე უფასოა  ძუძუს ექოსკოპიაც. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ;
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლპოსკოპიაც (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლპოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება სამ წელიწადში ერთხელ;
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. შენიშვნა: ამ პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვა. პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება წელიწადში ერთხელ;
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლონოსკოპიაც; აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

დარეკეთ ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ!

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:

დიდუბე, აკ.წერეთლის 69;

ვარკეთილი, კალოუბნის 12.

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!