GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

სკრინინგის პროგრამა

გთხოვთ, გულდასმით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, რადგან სკრინინგის პროგრამა მცირედით განსხვავდება თბილისში და რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ; საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა 2 წელიწადში ერთხელ. თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 3 წელიწადში ერთხელთუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას. პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოა წელიწადში ერთხელ. თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლონოსკოპიაც. კოლორექტული კიბოს სკრინინგი უფასოა ორ წელიწადში ერთხელთუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.

რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევასა და მამოლოგიურ გასინჯვას. საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, ასევე უფასოა  ძუძუს ექოსკოპიაც. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ;
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლპოსკოპიაც (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლპოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება სამ წელიწადში ერთხელ;
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. შენიშვნა: ამ პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვა. პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება წელიწადში ერთხელ;
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლონოსკოპიაც; აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

დარეკეთ ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ!

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:

დიდუბე, აკ.წერეთლის 69;

ვარკეთილი, კალოუბნის 12.

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!