GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად
სიახლეები
18-02-2017
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა



დღეს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობისა და სკრინინგის პროგრამის სპეციფიკა გააცნეს. მათ საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ, გაევლოთ ის პროცედურები და დაკვირვებოდნენ უფასო გამოკვლევების იმ ეტაპებს, რომლებსაც სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს და რომელსაც სრულად აფინანსებს თბილისის მერია. 

ვრცლად
04-02-2017
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ეროვნულ სკრინინგ ცენტრში



კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა იმ ქალბატონებს უმასპინძლა, რომელთაც კიბოს დამარცხება შეძლეს. ყველა მათგანს ავთვისებიანი სიმსივნე სკრინინგ ცენტრში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა. სკრინინგის პროგრამამ მათ დაავადების დროულად აღმოჩენისა და მისი დამარცხების საშუალება მისცა.

ვრცლად
04-02-2017
„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, უფასო გამოკვლევები განახლდა



ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგი (გამოკვლევები) სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის  გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება; პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ: 

ვრცლად
03-02-2017
„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, უფასო გამოკვლევები განახლდა



დღეიდან, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ:
ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს 

ვრცლად
22-11-2016
ბრტყელტერფიანობის გასვლითი სკრინინგული გამოკვლევები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაიწყო



დღეს, ეროვნულმა სკრინიგ ცენტრმა გასვლითი, ორგანიზებული ორთოპედიული სკრინიგი დაიწყო. ორთოპედებმა პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ბრტყელტერფიანობის სკრინინგული გამოკვლევა ჩაუტარეს.

ვრცლად
17-11-2016
ეროვნული სკრინინგ ცენტრი აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ჯანმრთელობის დღეს“ უერთდება



ეროვნული სკრინინგ ცენტრი აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ჯანმრთელობის დღეს“ შეურთდა და დიპლომატური მისიის თანამშრომლებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები ჩაუტარა.

ვრცლად
14-11-2016
ლონდონში სკრინინგის პროგრამის ქართული მოდელი განვითარებადი ქვეყნებისთვის სამაგალითოდ აღიარეს



3 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ლონდონში 29-ედ გაიმართა „საქართველოს დღის“ (Georgian Studies Day) ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო „ჯანდაცვა საქართველოში“. ამჯერად, „საქართველოს დღის“  მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სისტემებისა და სახელმწიფო პროგრამების საერთაშორისო საზოგადოებითვის გაცნობა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონტაქტების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

ვრცლად
06-11-2016
"მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"- 2016



დღეს კუს ტბაზე, "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა. მარათონის ორგანიზატორი ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი ჰერაა, ხოლო მხარდამჭერები -შრომის ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ქ.თბილისის მერია და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.

ვრცლად
03-11-2016
კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის!



კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის! - ამ სათაურით ჟურნალი Georgia Today საქართველოში კიბოს სკრინინგის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ამ სტატიის მოკლე ვერსიას.

ვრცლად
31-10-2016
გადაცემა "პირადი ექიმი"



ძუძუს კიბოს პრევენცია, სკრინინგული გამოკვლევები და სახელმწიფოს როლი კიბოს ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის საქმეში. სკრინინგ ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა სტუმრად გადაცემაში "პირადი ექიმი". 

ვრცლად
31-10-2016
"საქართველოს სინფონიეტა" ძუძუს კიბოს წინააღმდეგ



თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა" ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.

ვრცლად
29-10-2016
"ვარდისფერი ოქტომბერი" დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში



დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქციას „შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ შეუერთდა.

ვრცლად
28-10-2016
"ვარდისფერი ოქტომბერი" კახეთში



აქციას "შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ" თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი სკრინიგ ცენტრის ქვეკონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულება, "კახეთი-იონი" იყო. 

ვრცლად
27-10-2016
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში აქციას „შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ შეუერთდა. 
 

ვრცლად
27-10-2016
სახელმწიფოს როლი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქმეში



ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა! 
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უფროსი გელა ჩივიაშვილი და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის საკითხებზე და ამ კუთხით სახელმწიფოს როლზე "იმედის დილაში" საუბრობენ.

 

ვრცლად
21-10-2016
კიბოს მკურნალობის ინოვატორული მეთოდი, რომელიც ქართველ ექიმებს ეკუთვნით და



ოქტომბრის დასაწყისში კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა ექიმებმა კიბოს მკურნალობის ინოვატორული მეთოდი წარმოადგინეს. 
სამეცნიერო ჯგუფი დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდის შემუშავებაზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს. მათთან ერთად კვლევებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ რაიერსონის უნივერსიტეტი (კანადა), მორფოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო) და ორგანიზაცია “ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერი” (გერმანია).

ვრცლად
21-10-2016
"ვარდისფერი ოქტომბერი" საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში

 

ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" შეუერთდა.  

ვრცლად
20-10-2016
"ვარდისფერი ოქტომბერი" ტელეკომპანია იმედში



"ვარდისფერი ოქტომბრის" აქცია და ძუძუს სკრინინგული გამოკვლევების ყველა ეტაპი "დღის შოუს კლინიკაში".


ვრცლად
18-10-2016
თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა



თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა. ვარდისფერი ძუძუს კიბოსთან ასოცირებული ფერია მთელ მსოფლიოში და ოქტომბერიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული.

ვრცლად
18-10-2016
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში აქცია „შვილები მშობლებისთვის - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ გაიმართა




18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვის ფარგლებში, გაიმართა სტუდენტების აქცია "შვილები მშობლებისთვის - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ".

ვრცლად
05-10-2016
შეხვედრა ბრტყელტერფიანობის სკრინინგის თაობაზე ბაღების დირექტორებთან




უკვე ორი დღეა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილისის ბაგა-ბაღების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები იმართება. შეხვედრის მიზანია ბრტყელტერფიანობის სკრინინგის პროგრამის შესახებ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელთა ინფორმირება და სამომავლოდ, სკოლამდელ დაწესებულებებში, ბრტყელტერფიანობის სკრინინგის პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური დეტალების შეთანხმება. ასევე, პროგრამის ორგანიზებულად განხორციელების ვადებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.

ვრცლად
01-10-2016
ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ



ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე დაიწყო. დღეს, 1 ოქტომბერს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ აქციას შეუერთდნენ. ცენტრის პერსონალმა ვარდისფერი სიმბოლოებითა და საკუთარი ხელით შექმნილი სლოგანებით ხაზი გაუსვეს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და სკრინინგული გამოკვლევების აუცილებლობას.  


ვრცლად
01-10-2016
ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე დაიწყო



ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენრის მიერ ორგანიზებულ აქციას - „შვილები- მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ - პირველები სამედიცინო უნივერტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. აქციაში ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის მესამე კურსის სტუდენტებმა, მე-6, მე-7 და მე-8 ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვრცლად
28-09-2016
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის მორიგი წარმატება



ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ “ASIAN PACIFIC  JOURNAL OF CANCER PREVENTION’’-ის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად აირჩიეს, რასაც აზიისა წყნარი ოკეანის ქვეყნების კიბოს პრევენციის ორგანიზაციასთან (APOCP) მრავალწლიანი თანამშრომლობა უძღოდა წინ და მოიცავდა კიბოს სკრინინგის პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოების სხვადასხვა სამეცნიერო ასპექტებს. შესაბამისად, APOCP-ის გადაწყვეტილება, საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად საქართველოს წარმომადგენელი აერჩია,  არა მხოლოდ რემა ღვამიჩავას, არამედ ეროვნული სკრინინგ ცენტრის გუნდის და სკრინინგის პროგრამის ქართული მოდელის წარმატებაა.    

ვრცლად
04-08-2016
სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჩატარდება


თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ა. წერეთლის გამზ. N69–სა და კალოუბნის ქ. N12–ში. 

ვრცლად