GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

უფასო გამოკვლევები

დაავადებათა სკრინინგის პროგრამა მოქმედებს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. პროგრამას სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ; საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა 2 წელიწადში ერთხელ. თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 3 წელიწადში ერთხელთუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას. პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოა წელიწადში ერთხელ. თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლონოსკოპიაც. კოლორექტული კიბოს სკრინინგი უფასოა ორ წელიწადში ერთხელ; თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.

დარეკეთ ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ!

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:

დიდუბე, აკ.წერეთლის 69;

ვარკეთილი, კალოუბნის 12.

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!