GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად
სიახლეები
29-05-2017
ეროვნული სკრინინგ ცენტრი მონაწილეობას იღებდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში



ეროვნული სკრინინგ ცენტრი მონაწილეობას იღებდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში. 4 დღის განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს საინფორმაციო-ბეჭდური მასალა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ.

ვრცლად
18-05-2017
პროფესორ რემა ღვამიჩავას გაცილება



ეროვნული სრკინინგ ცენტრის თანამშრომლებმა, პროფესორ რემა ღვამიჩავას გაცილება მოუწყვეს. რემა ღვამიჩავა, დაფუძნების დღიდან, 2008 წლიდან, იკავებდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის თანამდებობას და სხვა მრავალ პიროვნულ თუ პროფესიულ მიღწევასთან ერთად, მის სახელთან ასოცირდება კიბოს სკრინინგის პროგრამის განვითარებაც.

ვრცლად
28-04-2017
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პედაგოგებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკლვევები ჩაიტარეს



28 აპრილს, დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებმა ისარგებლეს.

გამოკვლევების ჩატარებამდე, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ინიციატივით, მოხდა პროგრამაში ჩართვის მსურველ პედაგოგთა სიების შედგენა, შეირჩა კონკრეტული დღეები გამოკვლევებისთვის, მოხდა ვიზიტის საათების ოპტიმალური შერჩევა, რათა პედაგოგთა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით მაქსიმალურად ორგანიზებული ყოფილიყო დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევების პროცედურები

ვრცლად
06-04-2017
„ყველა წამისთვის!“ - ეროვნული სკრინინგ ცენტრი და მედიაჰოლდინგი „კვირა“ სოციალურ პროექტს იწყებენ



6 აპრილს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და მედიაჰოლდინგ „კვირას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტს სახელწოდებით - „ყველა წამისთვის!“ 

პროექტის ფარგლებში, კრებულის გამოსაცემად მომზადდება სტატიების სერია იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაც ერთ წამში შეცვალა კიბოს დიაგნოზმა და რომელთა ცხოვრებაც ყოველი წამისთვის წარმატებული ბრძოლაა. სოციალური პროექტის ძირითადი მიზანი კი, კიბოს პრევენციის შესაძლებლობების მიმართ საზოგადოების ფოკუსირების ხელშეწყობა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. 

ვრცლად
23-03-2017
დაავადებათა სკრინინგის პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები გაეცნენ



23 მარტს, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პედაგოგებისთვის ლექცია გამართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის აღმზრდელებს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ლევან ხოხობაშვილმა მიაწოდა სრული ინფორმაცია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელიც თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.

ვრცლად
15-03-2017
სკრინინგის პროგრამის შესახებ SOS ბავშვთა სოფლში ლექცია გაიმართა



დღეს, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა, SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებისთვის, ლექცია გამართა. სოციალურად დაუცველმა დედებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელიც თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.

ვრცლად
10-03-2017
საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვია



საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის  თავმჯდომარე მარიამ ჯაში ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვია  და სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები, გულსაბნევი "სიბრძნის მარგალიტი" გადასცა. 

ვრცლად
03-03-2017
დედის დღე - ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აქცია



დედის დღეს ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  ერთობლივი აქცია გამართეს და დღესასწაულის აღსანიშნავად, მეტროს მგზავრ ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები, გულსაბნევი "სიბრძნის მარგალიტები" გადასცეს. აქცია მიზნად ისახავდა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას იმ უფასო გამოკვლევების შესახებ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

ვრცლად
02-03-2017
ყირგიზეთში კიბოს სკრინინგის ქართული მოდელის დანერგვას გეგმავენ



თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობისა და სკრინინგის პროგრამის სპეციფიკის გასაცნობად, ყაზახეთიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. მათი სურვილია ყირგიზეთში კიბოს სკრინინგის ქართული მოდელის ადაპტირებული ვარიანტის დანერგვა. ​ამ მიზნით, რამდენიმე დღეა, ყირგიზეთის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის წარმომადგენლები ეროვნულ სკრინინგ ცენტრში შეხვედრებს მართავენ. 

ვრცლად
27-02-2017
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა



დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ თბილისის მერიის "დაავადებათა სკრინინგის" ქვეპროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ვრცლად
18-02-2017
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა



დღეს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობისა და სკრინინგის პროგრამის სპეციფიკა გააცნეს. მათ საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ, გაევლოთ ის პროცედურები და დაკვირვებოდნენ უფასო გამოკვლევების იმ ეტაპებს, რომლებსაც სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს და რომელსაც სრულად აფინანსებს თბილისის მერია. 

ვრცლად
04-02-2017
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ეროვნულ სკრინინგ ცენტრში



კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა იმ ქალბატონებს უმასპინძლა, რომელთაც კიბოს დამარცხება შეძლეს. ყველა მათგანს ავთვისებიანი სიმსივნე სკრინინგ ცენტრში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა. სკრინინგის პროგრამამ მათ დაავადების დროულად აღმოჩენისა და მისი დამარცხების საშუალება მისცა.

ვრცლად
04-02-2017
„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, უფასო გამოკვლევები განახლდა



ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგი (გამოკვლევები) სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის  გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება; პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ: 

ვრცლად
03-02-2017
„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, უფასო გამოკვლევები განახლდა



დღეიდან, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ:
ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს 

ვრცლად
22-11-2016
ბრტყელტერფიანობის გასვლითი სკრინინგული გამოკვლევები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაიწყო



დღეს, ეროვნულმა სკრინიგ ცენტრმა გასვლითი, ორგანიზებული ორთოპედიული სკრინიგი დაიწყო. ორთოპედებმა პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ბრტყელტერფიანობის სკრინინგული გამოკვლევა ჩაუტარეს.

ვრცლად
17-11-2016
ეროვნული სკრინინგ ცენტრი აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ჯანმრთელობის დღეს“ უერთდება



ეროვნული სკრინინგ ცენტრი აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ჯანმრთელობის დღეს“ შეურთდა და დიპლომატური მისიის თანამშრომლებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები ჩაუტარა.

ვრცლად
14-11-2016
ლონდონში სკრინინგის პროგრამის ქართული მოდელი განვითარებადი ქვეყნებისთვის სამაგალითოდ აღიარეს



3 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ლონდონში 29-ედ გაიმართა „საქართველოს დღის“ (Georgian Studies Day) ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო „ჯანდაცვა საქართველოში“. ამჯერად, „საქართველოს დღის“  მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სისტემებისა და სახელმწიფო პროგრამების საერთაშორისო საზოგადოებითვის გაცნობა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონტაქტების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

ვრცლად
06-11-2016
"მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"- 2016



დღეს კუს ტბაზე, "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა. მარათონის ორგანიზატორი ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი ჰერაა, ხოლო მხარდამჭერები -შრომის ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ქ.თბილისის მერია და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.

ვრცლად
03-11-2016
კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის!



კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის! - ამ სათაურით ჟურნალი Georgia Today საქართველოში კიბოს სკრინინგის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ამ სტატიის მოკლე ვერსიას.

ვრცლად
31-10-2016
გადაცემა "პირადი ექიმი"



ძუძუს კიბოს პრევენცია, სკრინინგული გამოკვლევები და სახელმწიფოს როლი კიბოს ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის საქმეში. სკრინინგ ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა სტუმრად გადაცემაში "პირადი ექიმი". 

ვრცლად
31-10-2016
"საქართველოს სინფონიეტა" ძუძუს კიბოს წინააღმდეგ



თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა" ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.

ვრცლად
29-10-2016
"ვარდისფერი ოქტომბერი" დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში



დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქციას „შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ შეუერთდა.

ვრცლად
28-10-2016
"ვარდისფერი ოქტომბერი" კახეთში



აქციას "შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ" თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი სკრინიგ ცენტრის ქვეკონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულება, "კახეთი-იონი" იყო. 

ვრცლად
27-10-2016
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში აქციას „შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ შეუერთდა. 
 

ვრცლად
27-10-2016
სახელმწიფოს როლი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქმეში



ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა! 
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უფროსი გელა ჩივიაშვილი და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის საკითხებზე და ამ კუთხით სახელმწიფოს როლზე "იმედის დილაში" საუბრობენ.

 

ვრცლად